eng

ეპ ჯგუფში შემავალი კომპანიები

ლაჯანურჰესი

ლაჯანურჰესი ერთ-ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, პირველი მაღალი თაღოვანი კაშხლით (კაშხლის სიმაღლე 69.0 მ) და მიწისქვეშა ჰესის შენობით. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში.

ლაჯანურჰესი წარმოადგენს მაღალი დაწნევის და 18.0 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობის წყალსაცავის მქონე ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც მუშაობს მდ.ლაჯანურის და მდინარე რიონის აუზში გდმოგდებული მდ.ცხენისწყალის ჩამონადენზე.

ლაჯანურჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1960 წელს. ჰესის საპროექტო გამომუშავება არის 438.0 მლნ კვტ.სთ

ლაჯანურჰესის N1 ჰ/გ რეკონსტრუქციის შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა და შეადგენს 113.7 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 111.84 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.
უკან დაბრუნება
სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია შპს ჯიფაუერი ეპჯ-ს ფილიალები