eng

ეპ ჯგუფში შემავალი კომპანიები

ორთაჭალჰესი

ორთაჭალჰესი კალაპოტური (ბურჯისმიერი) ტიპის, დაბალდაწნევიანი სადგურია. აგებულია ქ.თბილისში, მდინარე მტაკვარზე,ორთაჭალის ხიდთან.
 
გასული საუკუნის 50-იან წლებში მდ. მტკვარზე ორთაჭალა ჰესის მშენებლობამ უზრუნველყო ქ.თბილსისი ფარგლებში მდ.მტკვარის კალაპოტის გაწყლიანება წყალმცირობის პერიოდში. ჰესის აშენებამდე მდ.მტკვარის კალაპოტი საგრძნობლად შიშვლდებოდა და სანაპიროს მაღალ კედლებს მკვეთრი დისონანსი შეჰქონდათ თბილისის ღირშესანიშნაობათა საერთო ანსამბლში.

ორთაჭალა ჰესის აშენების შემდეგ კი მდინარის მიმდებარე ტერიტორიები დაექვემდებარა ქალაქის განაშენიანების თანამედროვე მიდგომებს.

ორთაჭალჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა 1954 წელს. მუშაობს სეზონური გრაფიკით,რეგულირების გარეშე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ
უკან დაბრუნება
სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია შპს ჯიფაუერი ეპჯ-ს ფილიალები