ენერგია ნათელი მომავლისთვის!

დისტრიბუცია

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას ელექტროენერგიის სადისტრიბუციო არეალი ფარავს 47 265 კმ2, რაც შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 70%. ჩვენ ვემსახურებით მილიონზე მეტ ქსელის აბონენტს. ჩვენი ქსელი მოიცავს ელექტროენერგიის გადაცემას და დისტრიბუციას. ელექტროენერგიის გადაცემა ეს არის კავშირი ელექტროენერგიის გენერაციასა და მოხმარებას შორის. გადამცემი ხაზების საშუალებით დენი მაღალი ძაბვით ელექტროსადგურებიდან მიეწოდება მომხმარებლებს. ელექტროენერგიის გადაცემისას ქვესადგურებში ჯერ ძაბვა მცირდება და მხოლოდ შემდეგ ჩვენი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით დენი მიეწოდება ჩვენს საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს.

  • მაღალი ძაბვის ქსელი – ელექტროენერგიის მიწოდების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 35/110კვ;
  • მაღალი ძაბვის ქვესადგურები – 110/35 კვ მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაცია ქსელის სანდოობის გაზრდის მიზნით;
  • ტრანსფორმატორები – 0.4/6/10 კვ ტრანსფორმატორების რეაბილიტაცია (ავარიების ალბათობის აღმოფხვრა);
  • ინდივიდუალური გამრიცხველიანება და 0.4 კვ ქსელის რეაბილიტაცია.