ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ინდივიდუალური გამრიცხველიანება და ქსელის რეაბილიტაცია

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია აქტიურად განაგრძობს აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. ინდივიდუალური გამრიცხველიანება გულისხმობს კომპანიის ყოველი აბონენტისთვის ევრო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟს. კომპანია აბონენტის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას აღრიცხავს მისი ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების საფუძველზე, შესაბამისად ყოველი აბონენტი, საკუთარი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეძლებს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის გაკონტროლებას.

საგულისხმოა ის, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟს, ის მოიცავს, აგრეთვე, ელექტროქსელის რეაბილიტაციასაც. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ძველი ამორტიზირებული ხის ბოძები იცვლება ახალი რკინა–ბეტონის დგარებით, მთლიანად იცვლება მოძველებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკაბელო სისტემები, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები, იჭიმება ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ა.შ. ყოველივე ზემო აღნიშნულის შედეგად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას აბონენტების ხარისხიან და სტაბილურ ენერგომომარაგებას.