ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ძევრულჰესი

შაორ-ტყიბულის ჰესების კასკადის მეორე საფეხურია წლიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური -”ძევრულაჰესი”. სადგურზე გამოიყენება “შაორჰესის” ნამუშევარი წყლის მდინარე ტყიბულაში გადაგდებით მიღებული ერთობლივი წყალჩამონადენი. ძალური კვანძი განთავსებულია თერჯოლის რაიონში. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1956 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 80 მეგავატი და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 140 გიგავატი.