ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ჯი-ფაუერი

გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური “ჯი-ფაუერი” უახლესი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის პირველი წარმატებული მცდელობაა. გარდაბნის ელექტროსადგური წარმოადგენს Pratt and Whitney Power Systems FT8 ტიპის აირტურბინების ბაზაზე აშენებულ ენერგეტიკულ ობიექტს. ამ ეტაპზე ელექტროსადგურის ნომინალური სიმძლავრე 110 მეგავატია, თუმცა გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური წარმოადგენს კომბინირებული ციკლით მომუშავე ორთქლაირული ელექტროსადგურის აირტურბინულ ზედნაშენს, ამიტომ მისი გამომუშავება ახალი ინვესტიციის შემთხვევაში შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელია. განხოცრიელებული ინვესტიციის საერთო ღირებულება შეადგენს 53 800 000 დოლარს. გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური ესპლუატაციაში 2006 წლის 23 იანვარს შევიდა. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას შვილობილმა კომპანიამ – „ჯი–ფაუერმა“ აირტურბინა კომპანიისგან „ენერჯი ინვესტი“ 2010 წლის დეკემბერში შეიძინა.