ენერგია ნათელი მომავლისთვის!

გუმათჰესების კასკადი

გუმათჰესების კასკადის შემადგენელი ჰიდროელექტროსადგურები გუმათჰესი I და გუმათჰესი II ითვალისწინებენ მდინარე რიონის შუა წელის ენერგეტიკულ გამოყენებას 12 კმ მონაკვეთზე სოფელ ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე. ქ. ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მდინარე რიონზე აგებულია 30 მ სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხალი, რომელიც ქმნის 13 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობის წყალსაცავს.

გუმათჰესი I

“გუმათჰესი I“–ის დღე-ღამური რეგულირების, კაშხალთან მდებარე ტიპის ჰიდროელექტროსადგურია. სადგური ექსპლუატაციაში 1958 წელს შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრეა 46.7  მეგავატია, ხოლო საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 249 გიგავატი.

გუმათჰესი II

გუმათჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური – „გუმათჰესი II“. სადგური მუშაობს „გუმათჰეს I“-ის მიერ ტურბინებში გატარებულ წყალზე, რომელიც „გუმათჰესს II“–ს მიეწოდება. სადგური ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრეა 22.8 მგვტ–ი, ხოლო საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება – 127 გიგავატი.