ენერგია ნათელი მომავლისთვის!

იორის კასკადი

იორის კსაკადში გაერთიანებულია სიონჰესი,  საცხენისიჰესი და მარტყოფი ჰესი.

“საცხენისიჰესი” წლიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში. მუშაობს ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე. მისი დადგმული სიმძლავრეა 14 მგვტ. ჰესის საშუალო წლიური გამომუშავება 86 გიგავატი. “საცხენისიჰესი” ესპლუატაციაში შევიდა 1952 წელს.

მარტყოფის ჰიდროელექტროსადგური აგებულია გარდაბნის რაიონში, სოფელ მარტყოფში. მუშაობს ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 3.8 მგვტ, საშუალო წლიური გამომუშავებით 14 გიგავატი. ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში 1952 წელს.

სიონის წყალსაცავი და მასთან მდებარე სიონის ჰიდროელექტროსადგური ზემო სამგორის სარწყავი სისტემის საწყის ნაგებობებს წარმოადგენენ. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 9.0 მგვტ, საშუალო წლიური გამომუშავებით 33 გიგავატი. ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში 1964 წელს.