ენერგია ნათელი მომავლისთვის!

რიონჰესი

“რიონჰესი” წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურს. სადგურზე გამოიყენება მდინარე რიონისა და მდინარე ცხენისწყლის საერთო წყალჩამონადენი. სათავე ნაგებობანი განთავსებულია იმ მიდამოებში, სადაც მდინარე რიონი ქ. ქუთაისის საზღვრებში შედის, ხოლო ძალური კვანძი – რკინიგზის სადგურ “რიონის” მახლობელ ტერიტორიაზე. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში გაეშვა 1933 წელს. მისი დადგმული სიმძლავრე შეადგენს 49,85  მგვტს, ხოლო საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 314 გიგავატი.