ენერგია ნათელი მომავლისთვის!

შაორჰესი

შაორ-ტყიბულის ჰესების კასკადის პირველ საფეხურს წარმოადგენს წლიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური “შაორჰესი”. სადგურზე გამოიყენება მდინარე შაორის წყალი. წყალსაცავს ქმნის შაორის ტაფობში, სოფელ ხორგას მიდამოებში აგებული კაშხალი. ძალური კვანძი განთავსებულია ქ. ტყიბულში. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1955 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 39.2 მეგავატი და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 138 გიგავატი.