ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სოციალური პასუხისმგებლობა და გარემო

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების მიმართ. კომპანია მიზანმიმართულია კეთილსინდისიერად გამოიყენოს არსებული განახლებადი ბუნებრივი რესურსები და აწარმოოს სუფთა ენერგია, რომელიც ჰარმონიაში იქნება გარემოსთან. ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტები, გენერაციასა და დისტრიბუციაში, სრულიად აკმაყოფილებენ გარემოსდაცვით მოთხოვნებს, რადგან ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქმედებებით მაქსიმალურად აღმოვფხვრათ და თავიდან ავიცილოთ გარემოზე ზემოქმედების ნეგატიური შედეგები. ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების მიზნით, ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ შედგენილ პროექტებში გათვალისწინებულია ეკოსისტემის და განადგურების რისკის ქვეშ მყოფი სახეობების დაცვისა და შენარჩუნების გეგმა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიის წარმოებას.

2014 წლის 22 აპრილს ქართული მწვანე ბიზნესის კონფერენციაზე მონაწილეობისთვის საქართველოს გარემოსდაცვის სამინისტროსგან სს ენერგო–პრო ჯორჯიამ მიიღო მადლობის სიგელი.