ენერგია ნათელი მომავლისთვის!

დასაქმების პროცედურა

ჩვენს კომპანიაში ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებული და პროფესიულად მზარდი პერსონალის რესურსის შექმნა. შესაბამისად, კომპანია ორიენტირებულია პრაქტიკული სწავლების საფუძველზე მოახდინოს მაღალკვალიფიციური პერსონალის დასაქმება, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება.

კომპანიაში დასაქმების მსურველ, კვალიფიციურ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.

კონკურსების შესახებ ინფორმაციის განთავსება ხდება კომპანიის ვებ გვერდზე და დასაქმების საძიებო ვებ გვერდებზე. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებადა იწყება კანდიდატის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის და რეზუმეს გადახედვიდან. საკონკურსო სიაში მოხვედრილი კანდიდატები გაივლიან პროფესიულ ტესტირებას და წარმატების შემთხვევაში გასაუბრებას. როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების ეტაპზე, კანდიდატების შეფასება ხდება თანაბარ, სტანდარტულ პირობებში, სადაც თითოეულს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა მოახდინოს საკუთარი ცოდნის და უნარების დემონსტრირება. კონკურსზე კანდიდატების მოწვევა ხდება 1 სამუშაო დღით ადრე მაინც.

კონკურსის თითოეული ეტაპი გამჭვირვალეა და იძლევა კანდიდატის შესახებ დათვლად შედეგებს, ამიტომ შეფასების ქულების მიხედვით, მხოლოდ საუკეთესო (უმაღლესი ქულის მქონე) კანდიდატები გადადიან შერჩევის მომდევნო ეტაპზე და იღებენ დასაქმების შეთავაზებას.

დასაქმება მეშვიდე რგოლის თანამდებობებზე

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია, ჩვენს პოტენციურ თანამშრომლებს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სთავაზობს პრაქტიკულ სწავლებას მეშვიდე რგოლის შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ტექნიკოსი
  2. ტექნიკოს ელექტრიკოსი
  3. მორიგე ელექტრიკოსი
  4. მძღოლი ელექტრიკოსი
  5. მორიგე მძღოლი ელექტრიკოსი
  6. ელექტრიკოსი
  7. ქვესადგურის მორიგე
  8. ბილინგის ოპერატორი

აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებისთვის აუცილებელია გაიაროთ სტაჟირების შესაბამისი პროგრამა. სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ ჩაერთვებით პერსონალის დასაქმების გამჭვირვალე პროცესში, სადაც შეფასების კრიტერიუმები მკაცრად არის განსაზღვრული და ყველა კანდიდატს ეძლევა დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები.

სტაჟირების პროგრამა

სტაჟირების პროგრამის გასავლელად კანდიდატმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და მიმართოს შესაბამისი ფილიალის პერსონალთან მუშაობის სამსახურს/სპეციალისტს.

სტაჟირებაზე მიღებულ კანდიდატს განესაზღვრება სასწავლო პროგრამა და შესაბამისი დავალებები, რომელსაც მეთვალყურეობას უწევს სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი მენტორი. მენტორად შეირჩევა სს “ენერგო–პრო ჯორჯიას” ანალოგიური ან უფრო მაღალი თანამდებობის გამოცდილი თანამშრომელი.

სტაჟირების პროცესში მენტორი უზრუნველჰყოფს სტაჟიორის ადეკვატურ მომზადებას. საჭიროების შემთხვევაში, გადასცემს ყველა შესაბამის თეორიულ მასალას და პროგრამის დასრულების შემდეგ, აფასებს თუ რამდენად წარმატებით იქნა ათვისებული სტაჟიორის მიერ პროგრამით გათვალისწინებული მასალა, აკეთებს მის პიროვნულ დახასიათებას.

სტაჟირების ხანგრძლივობა:

სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1–დან 6 თვემდე. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სტაჟირების ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტესტირება

მეშვიდე რგოლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, სტაჟიორებისთვის ტესტირება ტარდება კვარტალურად (ყოველი წლის მარტში, ივნისში, სექტემბერში და დეკემბერში, 15 და 16 რიცხვებში, ტესტირების ხანგძლივობა 1 საათი და 30 წუთი, ტესტირების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის #19).  საგამოცდო საკითხები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

საგამოცდო საკითხები სტაჟიორებისთვის:

ელექტრიკოსი, მორიგე ელექტრიკოსი, მორიგე მძღოლი ელექტრიკოსი, მძღოლი ელექტრიკოსი

ტექნიკოსი, ტექნიკოს-ელექტრიკოსი

ქვესადგურის მორიგე

Экзаменационные вопросы для стажёров:

электрик, дежурный эклектрик, дежурный водитель электрик, водитель электрик

техник, техник-электрик

дежурный подстанции

ტესტირებაში მონაწილეობის უფლება ეძლევა სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ყველა მსურველს, ვისაც სტაჟირების დაწყების თარიღიდან შეუსრულდა არანაკლებ 1 თვე მაინც და რომელსაც რეკომენდაციას უწევს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

ტესტით განსაზღვრული ყველა სახის პროფესიული შინაარსის საკითხი ტესტირებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე განთავსდება კომპანიის ვებ გვერდზე, რაც ტესტირებაში მონაწილეობის ყველა მსურველს საშუალებას მისცემს წინასწარ მოემზადოს.

ტესტი მოიცავს ქვემოთ მოცემულ შემდეგ საკითხებს:

# საკითხები ტესტის ბილეთის კითხვების რაოდენობა
ტექნიკოსი, ტექნიკოს-ელექტრიკოსი
1 ბილინგი 6
2 ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საკითხები 12
3 საკითხები კომერციული მიმართულებით 25
4 პირველადი დახმარება 2
5 სახანძრო უსაფრთხოება 2
6 ტექნიკური ექსპლუატაციის წესები 4
7 უსაფრთხოების ტექნიკის წესები 4
8 ზოგადი უნარები 5
სულ 60
ელექტრიკოსი, მორიგე ელექტრიკოსი, მორიგე მძღოლი ელექტრიკოსი, მძღოლი-ელექტრიკოსი
1 პირველადი დახმარება 5
2 სახანძრო უსაფრთხოება 5
3 ტექნიკური ექსპლუატაციის წესები 10
4 უსაფრთხოების ტექნიკის წესები 30
5 ეროვნული მარეგულირებელი კომისიის საკითხები 5
6 ზოგადი უნარები 5
სულ 60
ქვესადგურის მორიგე
1 პირველადი დახმარება 5
2 სახანძრო უსაფრთხოება 5
3 ტექნიკური ექსპლუატაციის წესები 15
4 უსაფრთხოების ტექნიკის წესები 30
5 ზოგადი უნარები 5
სულ 60

ტესტში შემავალი ზოგადი უნარების (ვერბალური და რიცხვითი) საკითხები, წინასწარ არ განთავსება ჩვენს ვებ გვერდზე, თუმცა ანალოგების მოძებნა შესაძლებელია ინტერნეტ სივრცეში.

სხვა საკითხებთან დაკავშირებულ დამატებით მასალებთან გაცნობა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე:

დამატებითი მასალები

ტესტირების შედეგები და მონაცემთა დათვლა:

ტესტირების შედეგების საფუძველზე მიიღება შემდეგი სამი სახის გადაწყვეტილება:

  1. კანდიდატმა მოაგროვა უმაღლესი სატესტო ქულა, შესაძლებელია დანიშნული იყოს ვაკანტურ თანამდებობაზე;
  2. კანდიდატმა მოაგროვა მაღალი ქულა და ჩარიცხულია პოტენციურ თანამშრომელთა რეზერვში; (პოტენციურ თანამშრომელთა რეზერვში ჩარიცხული კონკურსანტების დასაქმება მოხდება მათ მიერ მიღებული ტესტის საერთო ქულების რეიტინგის რიგითობის მიხედვით).
  3. კანდიდატმა ვერ მოაგროვა გამსვლელ ქულათა მინიმალური ოდენობა და მიიღო უარყოფითი შეფასება.

დასაქმება:

ვაკანტურ თანამდებობებზე პირველ რიგში წარდგენილნი იქნებიან ტესტირების შედეგად ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტაჟიორები. ამასთანავე გათვალისწინებული იქნება სტაჟირების პროგრამის გასავლელად შევსებულ სააპლიკაციო ფორმაში კანდიდატის მიერ მითითებული პრიორიტეტები დასაქმების ადგილმდებარეობის შესახებ.

ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, კანდიდატი ვალდებულია პერსონალთან მუშაობის სპეციალისტს წარუდგინოს შევსებული ანკეტა და სამსახურში მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია.

 

გისურვებთ წარმატებებს!