eng

სიახლე

ძიება თარიღის მიხედვით:
18 ივნისი, 2019

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ იწყებს სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ კომპანიაში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულების სტუდენტებსაც.
ვრცლად
03 ივნისი, 2019

სს ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს

საზაფხულო სეზონზე, როდესაც კურორტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების კონცენტრაცია იზრდება, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების, ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების გათვალისწინება. სს ენერგო-პრო ჯორჯია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.
ვრცლად
31 მაისი, 2019

თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

1 ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების დროს გაირეცხება ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავები, რაც დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად. გარეცხვითი სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება.
ვრცლად
13 მაისი, 2019

საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 3 მგვტ ელექტროენერგია შეემატა

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციამ“ ,,ჩხოროწყუჰესის“ გენერატორი #1-ის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ჰიდროაგრეგატს, შესაბამისად, 6 მგვტ-იანი ჰესის გამომუშავება, დადგმულ საპროექტო გამომუშავებას მაქსიმალურად მიუახლოვდა. მხოლოდ ამ პროექტში კომპანიამ 2 252 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ვრცლად
03 მაისი, 2019

ქ. რუსთავის ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდება

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ რუსთავში, ორი ქვესადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2 000 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. მიმდინარეობს მაღალი ძაბვის, 110 კვ-იანი ქვესადგურების ,,მარჯვენა სანაპიროს“ და ,,პატარა რუსთავის“ სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
ვრცლად
23 აპრილი, 2019

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას

6 პროფესიული სასწავლებლის, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის სპეციალობის 8 წარმატებული სტუდენტი, მთელი სწავლის პერიოდში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-სგან თვეში 200 ლარიან სტიპენდიას, ხოლო სწავლის დასრულების შემდგომ, დასაქმების შეთავაზებას მიიღებს. სტუდენტები შეირჩნენ აკადემიური მოსწრების, რეიტინგების, თავად კოლეჯების ადმინისტრაციის რეკომენდაციებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან, გასაუბრების საფუძველზე.
ვრცლად
1 2 3 4