სს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელის მაქსიმალური დატვირთვა 2018 წლის მანძილზე შეადგენს 940 მგვტ-ს, ხოლო რაც შეეხება ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 381,6 კვტ/სთ.
მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესი
საქართველოს კანონით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ „მსხვილი მომხმარებელი“ არის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობის უფლება, რაც ნიშნავს მიმწოდებლის გარეშე, უშუალოდ ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვის შესაძლებლობას. თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი რეგისტრირებულია სს ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტად, მინიმუმ ერთ წერტილში მაინც არის 1კვ ძაბვაზე მაღალი ძაბვის მომხმარებელი და სხვა სისტემის ოპერატორების (სს თელასი და სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) ქსელიდანაც მიეწოდება ელექტროენერგია, ვალდებულია 2021 წლის 1 მარტამდე მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს (სს თელასი და სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა) მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დადგენილებაში:
მსხვილი მომხმარებლების კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის დადგენილება