ენერგია ნათელი მომავლისთვის!

სიმძლავრის გაზრდა ან ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება

არსებული აბონენტების  მიერ სიმძლავრის გაზრდის ან ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების მსურველთა საყურადღებოდ!

2017 წლის აგვისტოში, ქალაქ ბათუმის ელექტროენერგიის პიკურმა მოხმარებამ 93 მგვტ.-ს გადააჭარბა, რაც 2016 წლის მოხმარებასთან შედარებით 12%-იანი მატებაა. ამის გამო, ქ. ბათუმში არსებულ ქვესადგურებში (ბათუმი 2, ბათუმი 5 და ა. შ) პიკური დატვირთვა უკვე 80 %-ს აჭარბებს, შესაბამისად სიმძლავრის დარეზერვება უკვე შეუძლებელი ხდება.  აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი დატვირთვების უზრუნველსაყოფად და აჭარის რეგიონის სტაბილური ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, კომპანიის მიერ აუცილებელი გახდა 110 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე-1“- ის სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება.  პროექტის ფარგლებში,  ზემოაღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება კონტრაქტორთან. თუმცა, კომპანიის მხრიდან ყველა წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების დაგეგმვის შემდგომ, კონტრაქტორის მიერ საპროექტო სამუშაოების დაწყებისთანავე, კომპანიის საკუთრებაში არსებული ხაზის მიმდებარე მიწის მესაკუთრეებისა და ზოგადად მოსახლეობის მხრიდან ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე – 1“ სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაზე გამოითქვა კატეგორიული წინააღმდეგობა. კერძოდ, მოსახლეობის მხრიდან სამუშაოების ჩატარების დროს მოხდა კონტრაქტორისათვის ხელის შეშლა და შესაბამისად, ჩასატარებელი სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერება. ამდენად, მოსახლეობის მხრიდან ასეთი წინააღმდეგობის გაწევამ და ხელის შეშლამ გამოიწვია პროექტის სრული პარალიზება.

ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე – 1“-ის სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, არსებული ქსელის ფარგლებში კომპანია დღეის მდგომარეობით, მოკლებულია  შესაძლებლობას ქალაქ ბათუმში დამატებით დააკმაყოფილოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ან/და სიმძლავრის გაზრდის განაცხადები.

 აღნიშნული პრობლემის დარეგულირების შემდგომ, პროცესი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში. სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება  კომპანიის ვებ გვერდზე.