ენერგია ნათელი მომავლისთვის!

როგორ დავრეგისტრირდეთ აბონენტად

პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ელექტროენერგია, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს კომპანიის შესაბამის მომსახურეობის ცენტრს. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50%, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და გადახდის დამადასტურებელი საბუთი დაურთოს განაცხადს.

0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

(2011 წლის 1 დეკემბრიდან)

1. 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის (ელექტროენერგიით მომარაგების განსაზღვრულ ვადაში დაწყების) შემთხვევაში:

ძაბვის საფეხური კვ

სიმძლავრე კვტ

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე 

მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა
(სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების 

საფასური დღგ-ის ჩათვლით,

ლარი

0.220

1-10

40

400

0.380

1-10

40

1200

10 დან 30

40

4700

30 დან 50

40

7000

50 დან 80

40

10500

80 დან 100

40

12000

100 დან 120

40

14000

120 დან 150

40

18000

150 დან 200

45

23000

200 დან 320

60

33000

320 დან 500

60

50500

500 დან 800

90

80000

800 დან 1000

90

100000

6.-10

1-500

60

48500

500 დან 1000

90

94000

1000 დან 1500

90

137000

1500 დან 2000

90

177000

2000 დან 3000

90

257500

3000-5000

90

416000

ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული მიერთების საფასურის 50 %-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).

გ) თუ ადგილი აქვს 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას და ამ მიერთების უზრუნველყოფისთვის საჭიროა 6-10 კვ ძაბვის ქსელის მშენებლობა, ამ შემთხვევაში მიერთების პერიოდი – ვადა იქნება მოთხოვნილი მისაერთებელი პაკეტით გათვალისწინებული დღეების ორმაგი ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 90 სამუშაო დღისა.

 

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახლი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

  • მიმღები ბანკის დასახელება: ს.ს. თი-ბი-სი ბანკი
  • ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
  • დანიშნულება: ახალი მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური

ერთდროულად 3 ან მეტი აბონენტის მიერთების შემთხვევაში, მრავალბინიანი სახლის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების)  

ერთდროულობის დატვირთვის კოეფიციენტის ცხრილი

მისაერთებელი ობიექტის რაოდენობა (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი)

ერთდროულად დატვირთვის კოეფიციენტი

5

0,77

6

0,53

9

0,47

12

0,43

15

0,41

18

0,39

24

0,36

40

0,33

60

0,3

100

0,28

200

0,28

400

0,28

600

0,28

 

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში:

იანგარიშება ობიექტის ფართობის მიხედვით, საპროექტო სიმძლავრე შეადგენს 0,140 კვტ 1 კვ.მ-ზე


ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადის ფორმა
შევსებული განაცხადი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

მიკრო სიმძლავრის ახალ მომხმარებლად ქსელზე მიერთების განაცხადის ფორმა

განცხადება დროებითი (უმრიცხველოდ) მიერთების შესახებ

განცხადება ელექტრონული ქვითრის შესახებ

განცხადება ტექ.პირობის შესრულების შესახებ

ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ

განცხადება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე

განცხადების ფორმა #1

განცხადების ფორმა #2

განაცხადის ფორმა 6,10 გამთიშველზე მიერთება

განაცხადის ფორმა 0,220 გამთიშველზე დაერთება