ენერგია ნათელი მომავლისთვის!

როგორ გავხდე 0.380 კვ ძაბვის მომხმარებელი

10 კვტ-მდე არსებული მომხმარებლის მიერ 0.220 კვ ძაბვიდან 0.380 კვ ძაბვაზე გადასვლა

თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0.380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელზე, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0.220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვს 0.380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ერთ-ერთი შემდეგი წესით:

ა) მომხმარებელმა განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს და თავად უზრუნველყოს 0.380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა. ამ შემთხვევაში განწილების ლიცენზიანტი ვადებულია, ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.

ბ) განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით 0.380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის შეცვლა. ხოლო მომხმარებელი ვალდებული აანაზღაუროს აღრიცხვის კვანძის შეცვლა-მოწყობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც არ აღემატება 250 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით აბონენტმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს კომპანიას.

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს არსებული მომხმარებლის მიერ ძაბვის შეცვლის საფასურის გადახდა:

  • მიმღები ბანკის დასახელება: ს.ს. თი-ბი-სი ბანკი
  • ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
  • დანიშნულება: ძაბვის შეცვლის საფასური (მიეთითოს განმცხადებლის სახელი და ობიექტის ფაქტიური მისამართი)

შევსებული განცხადება შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge