მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფებია:
1. გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა (ძაბვების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით):
№ | ძაბვა | თეთრი/კვტ/სთ |
1 | 220/380 ვოლტი (საშუალო) (არასაყოფაცხოვრებო, კომერციული მომხმარებლებისათვის) | 21.08306 |
2 | 6-10 კილოვოლტი | 16.25096 |
3 | 35-110 კილოვოლტი | 14.85974 |
2. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის (დღგ-ს ჩათვლით):
№ | 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა 30 კალენდარულ დღეში | თეთრი/კვტ/სთ |
1 | 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის | 14.2367 |
2 | 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით | 18.2133 |
3 | 301 კვტსთ-დან და მეტი | 22.7327 |
მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით დადგენილი ტარიფები არაგამჭოლია; ყოველი მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ტარიფით, რომელიც დაწესებულია მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე (საფეხურზე).