geo

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო

29 September, 2020
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივი და წარმატებაა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, როგორც ენერგეტიკული დარგის განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ მიმართულებით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ 20-მდე კერძო თუ საჯარო პროფესიულ სასწავლებლებთან, ძირითადად ელექტროინჟინერიის მიმართულებით. პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა და სტაჟირება მომავალი დასაქმების რეალური პერსპექტივით. კომპანიაში ყოველწლიურად ხორციელდება სტუდენტთა "საზაფხულო დასაქმების" პროგრამა. წარჩინებული სტუდენტების წახალისების მიზნით, ყოველთვიურად სტუდენტებს ვუხდით სტიპენდიებს, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გაიმართა 30 ივლისს სასტუმრო „სტამბაში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დარგის 150-მდე კომპანიამ და პირმა.