Vacancy
მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესის გაფართოვებას; ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ელექტროენერგიის გაცვლის საქმიანობაში საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და ა.შ. ჩვენ ვაშენებთ ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებს და ვავითარებთ ელექტროენერგიის ბარტერულ მექანიზმს რომ გავზარდოთ გადაცემული ელექტროენერგიის მოცულობა. ჩვენი აბონენტებისთვის ხარისხიანი ენერგო მომარაგების მიზნით, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები, იმისათვის რომ განვავითაროთ და მატერიალურად ვუზრუნველჰყოთ ჩვენს მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის ობიექ
ტები, მოვახდინოთ ქსელის რეაბილიტაცია და გავაუმჯობესოთ მომსახურება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ენერგო საქართველოს სექტორის უსფრთხო განვითარებას; ამდენად, ჩვენ განვაგრძობთ ქმედებას მდგრადი ენერგო გარემოს შესაქმნელად ჩვენი აბონენტების და ქართული საზოგადოებისთვის ზოგადად.