eng

ეპ ჯგუფში შემავალი კომპანიები

შაორჰესი

შაორჰესი მაღალდაწნევიანი,წლიური რეგულირების ჰიდროელექტრო სადგურია. შაორის წყალსაცავი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. ჰესის ძალოვანი კვანძი მდებარეობს ქ. ტყიბულში, მდ. ტყიბულას მარცხენა სანაპიროზე.
 
87.0 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობის შაორის წყალსაცავი მოქცეულია კარსტული ტბების ადგილას, სადაც ქვანაყარი კაშხლით შეგუბდა მდ. დიდი ჭალა. შაორჰესი იყენებს მდ. დიდი ჭალას და მისი მარჯვენა შენაკადის მდ. შაორის ჩამონადენს. წყალსაცავის კვებაში ასევე მონაწილეობას ღებულობს მდ. ცივწყალა, რომელიც სატუმბი სადგურის საშუალებით ხვდება წყალსაცავში.

 
 
გაიგე მეტი
სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია შპს ჯიფაუერი ეპჯ-ს ფილიალები