eng

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების პროცედურა (ეტაპი I)

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული 2021 წლის 28 ივნისის #19 დადგენილების, „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი“-ს წესებით, რომელშიც დაეთმო XVI¹ პრიმა თავი.

 

გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხორციელდება ორ ეტაპად:

 

პირველი ეტაპი -  მოიცავს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველის მხრიდან სისტემის ოპერატორისთვის განაცხადისა და ამ წესების 69-ე მუხლის მე-3 პრიმა მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის შეთანხმებასა და მიერთების მსურველისთვის ამ წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მიერთების შეთავაზების გაგზავნას.

 

მოკვლევის დაწყების მიზნით მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველმა უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს, ხოლო სისტემის ოპერატორს უნდა მოამზადოს და გასცეს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება.

 

სისტემის ოპერატორი განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წინარე კვლევას. თუ აღნიშნული კვლევით დადგინდა, რომ განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევი ხარჯი არანაკლებ ორჯერ აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასურს და, შესაბამისად, ამ საფასურის სანაცვლოდ მიერთება ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, სისტემის ოპერატორმა განაცხადით მოთხოვნილ მიერთებაზე დასაბუთებული უარი უნდა გაუგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს)  და კომისიას.

 

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება შეიძლება განხორციელდეს მიერთების შეთავაზების შემდეგი სტანდარტული ვარიანტებით:

ა) სისტემის ოპერატორის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობა;

ბ) სისტემის ოპერატორის ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრა.

 

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სტანდარტული ვარიანტი განისაზღვრება სისტემის ოპერატორისა და განმცხადებლის (მიერთების მსურველის) ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის მიხედვით გასცეს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსაზღვრულია მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური, რომელიც დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის მიხედვით და გაანგარიშდება შემდეგნაირად:

სადაც,  - ელექტროსადგურის მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური;

           - ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე;

           - ელექტროსადგურის 1 მვტ მისაერთებელი სიმძლავრის საფასური:

ა) 2 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის  k= 60 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);

ბ) 2 ვტ-დან - 15 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის k = 300 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით.

განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  ვინაობა/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლის ვინაობა;
  • ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები;
  • მისაერთებელი ელექტროსადგურის დასახელება, მდებარეობა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები;
  • პირველადი ენერგიის წყაროს სახეობა (ჰიდრო, მზე, ბიო და ა.შ.);
  • განმცხადებლის მიერ მისი კუთვნილი მცირე ელექტროსადგურის გარე ელექტრომომარაგების სამუშაოების დასრულებისა და ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო თარიღები.
  • მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი;
  • მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებელი ნომინალური ძაბვის სავარაუდო საფეხური და მიერთების წერტილი;
  • მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე;
  • კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

 

შევსებულ განაცხადს ასევეთ თან უნდა დაერთოს (აუცილებელია):

  1.  მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებისთვის, ამ წესების დანართი N5-ით განსაზღვრული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირველი ეტაპისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისსაფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2.  მოთხოვნილ ძაბვის საფეხურზე  მიერთების ტექნიკური აუცილებლობის შესახებ დასაბუთება;
  3.  მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის საპროგნოზო გამომუშავების საათობრივი და ყოველთვიური გრაფიკები;

 

შევსებულ განაცხადს სასურველია ასევე თან ახლდეს:

  1.  მემორანდუმი.
  2.  სხვა სახის დოკუმენტაცია.

მეორე ეტაპი გთხოვთ იხ. ამ ლინკზე: 
https://www.energo-pro.ge/ka/service/etapi-ii/43

დანართი №5

ელექტროენერგიისგამანაწილებელქსელთანმიერთებისპირველიეტაპისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფასური:

ძაბვის საფეხურიკვ

მიერთებისპირველიეტაპისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფასურილარი (დღგ-ისჩათვლით)

6-10

3000

35-110

 

 

დანართი: გამანაწილებელ ქსელთან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის (გარდა მიკრო-სიმძლავრის ელექტროსადგურის)მიერთების მოთხოვნის შესახებგანაცხადის ფორმა.

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.

ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge