მიზანი და ამოცანები
ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ ეფექტური და საიმედო ელექტროენერგიის დისტრიბუცია.
აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების არეალის გათვალისწინებით, სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ ენერგოკომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია დაყოფილია 5 ფილიალად და ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით.
სს “ენერგო–პრო ჯორჯია” არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 6000-მდე პროფესიონალი. კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებსა და თანაბარი დასაქმების შესაძლებლობას რეგიონებში.
წლებია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში.