eng

news

,,იფრთხილე“ - რატომ გვაფრთხილებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“

12 ივნისი, 2025
,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაიწყო კამპანია ,,იფრთხილე“, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია იმ წესების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვან ენერგოინფრასქტუქტურის სიახლოვეს აღმოჩენისას.

,,ჩვენ ვცდილობთ, მარტივ ენაზე გავაგებინოთ ადამიანებს, რომ ელექტრული დენი შესაძლოა სახიფათო იყოს ადამიანის სიცოცხლისთვის. გვინდა აღვწეროთ, როდის უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე“ - აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

მესამე წელია ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ზაფხულის სეზონზე, აწარმოებს მსგავს კამპანიას, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებას ემსახურება.

კამპანიის ,,იფრთხილე“ ფარგლებში მომზადდა 8 ვიდეო, რომლებიც კომპანიის სოციალური ქსელით გავრცელდება