eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
განაცხადის გაუქმება
თუ გესაჭიროებათ თქვენს მიერ კომპანიაში გაკეთებული განაცხადის (წერილის, კორესპონდენციის) გაუქმება, საჭიროა კომპანიაში გააკეთოთ სათანადო მომართვა. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება მოთხოვნილია 5 სამუშაო დღის ვადაში, კომპანია განაცხადში მითითებულ ანგარიშზე დაგიბრუნებთ თქვენს მიერ ავანსად ჩარიცხული თანხის სრულ ოდენობას. თუ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმების მოთხოვნა გაკეთებულია 5 და მეტი სამუშაო დღის შემდეგ, კომპანიის მიერ მოხდება გაწეული ხარჯის დაანგარიშება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კომპენსაცია დაიქვითება თქვენს მიერ ავანსად ჩარიცხული თანხიდან და დარჩენილი ოდენობა დაგიბრუნდებათ განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. განაცხადის გაუქმების შევსებული ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge დანართი ჩამოტვირთეთ აქ: განაცხადის გაუქმების ფორმა
ბმული გვერდიდან:
განაცხადის გაუქმება
სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა და მომხმარებლის დამხმარე ფართის მომარაგება
მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). სისტემის ოპერატორს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს, აბონენტის სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობა, გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტოფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად.განცხადების ფორმა ჩამოტვირთეთ აქ:სარეზერვო კვებით უზრუნველყოფის ფორმა
ბმული გვერდიდან:
სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა და მომხმარებლის დამხმარე ფართის მომარაგება
უძრავი ქონების ნაწილის დროებით მოსარგებლე
პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება სისტემის ოპერატორის მიერ ამ აბონენტის ელექტროენერგიის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის ელექტროგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ელექტროენერგიის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ელექტროქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ელექტროქსელის სხვადასხვა აბონენტებზე განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იმავე ტარიფით, რა ძაბვაზეც ხდება სისტემის ოპერატორის ქსელიდან ელექტროენერგიის ამ მრიცხველში მიღებააღრიცხვა. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და სისტემის ოპერატორი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულნი არიან: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად საფასური დაარიცხონ ელექტროენერგიის მოხმარების შესაბამისად; გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად; დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია; ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებლების საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ მომარაგების შეწყვეტის მოთხოვნა, სისტემის ოპერატორის მიერ უნდა აღსრულდეს და ელექტროენერგიით მომარაგება საანგარიშსწორებო მრიცხველზე უნდა განხორციელდეს იმ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის პირობით, რომელსაც ერიცხება დავალიანება. მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მიერ ამ ქვეპუნქტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორის მიერ ვერ ხერხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი დამოუკიდებელი სუბიექტი (პირი), რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, აღნიშნულ პირებთან დადებული მატერიალური ან ელექტრონული ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე, დაარეგისტრიროს ისინი აბონენტად. ინდივიდუალურ აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაანგარიშება განხორციელდება საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) დროულად წარადგინოს კომისიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება; ბ) თითოეული პირი აიყვანოს ინდივიდუალურ აბონენტად და მომსახურება განახორციელოს წესებითა და მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ბმული გვერდიდან:
უძრავი ქონების ნაწილის დროებით მოსარგებლე
გამანაწილებელი ქსელის გადატანა-რეკონსტრუქცია
ელექტოგამანაწილებელი ქსელის (110/35/10/6/0,4კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის, სატრანსფორმატორო პუნქტის, ელექტროდანადგარის და ა.შ) გადატანასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის n366 დადგენილებით, რომლითაც დამტკიცებულია „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“. აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტოგამანაწილებელი ქსელის  გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტოგამანაწილებელი ქსელის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. ამასთან ერთად, სს „ენეგრო–პრო ჯორჯია“ გამოხატავს მზადყოფნას, იმოქმედოს საქართველოს მთავრობის№366 დადგენილების შესაბამისად და განმცხადებლის მიერ წერილობით გამოხატული თანხმობის შემთხვევაში გასცეს, ელექტოგამანაწილებელი ქსელის გადატანისათვის საჭირო ტექნიკური პირობები.მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცია. აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას გამანაწილებელ ქსელის ოპერატორთან. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს სტანდარტული ან არასტანდარტული პირობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცია სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების, სტანდარტული და არასტანდარტული პირობები, მომსახურების ვადა და ღირებულება. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს სტანდარტული პირობით მომსახურების განსხვავებული ფასები სამუშაოს შესრულების ვადის, ძაბვის, სიმძლავრის, მოხმარების ტიპის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქ:ქსელის რეკონსტრუქციის განაცხადიაღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციის განაცხადიქსელის გადატანის/მოდერნიზაციის ფორმა
ბმული გვერდიდან:
გამანაწილებელი ქსელის გადატანა-რეკონსტრუქცია
განაცხადის გაუქმება
თუ გესაჭიროებათ თქვენს მიერ კომპანიაში გაკეთებული განაცხადის (წერილის, კორესპონდენციის) გაუქმება, საჭიროა კომპანიაში გააკეთოთ სათანადო მომართვა. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება მოთხოვნილია 5 სამუშაო დღის ვადაში, კომპანია განაცხადში მითითებულ ანგარიშზე დაგიბრუნებთ თქვენს მიერ ავანსად ჩარიცხული თანხის სრულ ოდენობას. თუ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმების მოთხოვნა გაკეთებულია 5 და მეტი სამუშაო დღის შემდეგ, კომპანიის მიერ მოხდება გაწეული ხარჯის დაანგარიშება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კომპენსაცია დაიქვითება თქვენს მიერ ავანსად ჩარიცხული თანხიდან და დარჩენილი ოდენობა დაგიბრუნდებათ განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. განაცხადის გაუქმების შევსებული ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქ: განაცხადის გაუქმების ფორმა
ბმული გვერდიდან:
განაცხადის გაუქმება
აღრიცხვის კვანძის მოწყობა არარეგულირებული მიერთებისას
კომპანიის მხრიდან გაცემული ტექნიკური პირობების შესრულების შემდეგ საჭიროა განმცხადებლის მხრიდან წერილობით მომართვა, რომელსაც თანდართული ექნება აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის დამადასტურებელი საგადახდო დავალება ან ქვითარი. წერილობითი მომართვის შემდეგ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოაწყობს აღრიცხვის კვანძს და უზრუნველყოფს ობიექტის ქსელზე მიერთებას.
ბმული გვერდიდან:
აღრიცხვის კვანძის მოწყობა არარეგულირებული მიერთებისას
საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში
მომხმარებლის ცვლილებისათვის, მომხმარებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება უნდა გააფორმოს ელექტროენერგიის მიმწოდებელთან.   სს ენერგო-პრო ჯორჯიას სალიცენზიო არელში საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას ახორციელებს სს ეპ ჯორჯია მიწოდება. საჯარო ვალდებულების მიწოდების ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ ეპ ჯორჯია მიწოდებას (https://epgeorgiasupply.ge/registration-instead-of-existing-customer/)  და წარუდგინოთ შევსებული მიწოდების ხელშეკრულება (ჩამოსატვირთი ბმული).
ბმული გვერდიდან:
საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში
მომხმარებლის ცვლილებისათვის, მომხმარებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება უნდა გააფორმოს ელექტროენერგიის მიმწოდებელთან. ენერგო-პრო ჯორჯიას სალიცენზიო არელში საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას ახორციელებს სს ეპ ჯორჯია მიწოდება. საჯარო ვალდებულების მიწოდების ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა მიმართოთ ეპ ჯორჯია მიწოდებას (https://epgeorgiasupply.ge/registration-instead-of-existing-customer/) და წარუდგინოთ შევსებული მიწოდების ხელშეკრულება. 1. საბიუჯეტო ორგანიზაციები, 6/10 და 35/110 კვ ძაბვის მომხმარებლები და საბუღალტრო აღრიცხვის (saras) მონაცემებით i და ii კატეგორიის საწარმოები: • საჯარო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება (ჩამოსატვირთი ბმული). 2. მცირე საწარმოს სტატუსის მქონე მომხმარებლები: • უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება (ჩამოსატვირთი ბმული).
ბმული გვერდიდან:
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში
14 15 16 17 18