eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
უმრიცხველო (1 კვირამდე) ვადით მიერთება:
მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიასთან ურთიერთშეთანხმებით, დროებით წინასწარ განსაზღვრული საჭიროებისთვის (ელ.შედუღება, მოხვეწა და ა.შ.) ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხვის გარეშე მოიხმაროს ელექტროენერგია, წერს დროებითი მიერთების შესახებ (1 კვირამდე ვადით) განაცხადს. ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხვის გარეშე ქსელზე დროებითი მიერთება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: · 220 ვ ძაბვაზე (ე.წ. „ფაზა-ნოლი“) მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, · 380 ვ ძაბვაზე (ე.წ. „3 ფაზა“) მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 30 კვტ-ს, განაცხადში მითითებული უნდა იყოს მიერთების ადგილი, აბონენტის ნომერი (თუ ის უკვე დაფიქსირებულია აბონენტად) აბონენტის ზუსტი დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ფაქტიური და იურიდიული მისამართი, გამოსაყენებელი ელექტროდანადგარების ჩამონათვალი მათი მახასიათებლებით (სიმძლავრე, ძაბვა და ა.შ.), სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა, როდესაც დაგეგმილია მოხმარების განხორციელება. სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს უმრიცხველო (1 კვირამდე ვადით) მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. განმცხადებელმა თავად (თავისი ხარჯებით) უნდა განახორციელოს სამუშაოები და აცნობოს სისტემის ოპერატორს ამის შესახებ, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქსელთან მიერთებას. საფუძველი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-17 პუნქტი - „მიერთების მსურველი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ დანადგარის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მხარეთა შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს,მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ობიექტზე არსებული დანადგარ(ებ)ის დადგმული სიმძლავრის, მათი დატვირთვის 0.5 კოეფიციენტისა და 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით“. მოხმარებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს შვიდ კალენდარულ დღეს.   დანართი ჩამოტვირთეთ აქ: უმრიცხველო (1 კვირამდე) ვადით მიერთების განაცხადის ფორმა
ბმული გვერდიდან:
უმრიცხველო (1 კვირამდე) ვადით მიერთება:
ეტაპი ii
გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, სისტემის ოპერატორის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების, 138-ე-145-ე მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინებისა და 150-ე-165-ე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების წარმატებით დასრულებას.   მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების ii ეტაპი იწყება ზემოაღნიშნული წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერისა და მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადახადი შემდგომ.   მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსაზღვრულია მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური, რომელიც დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის მიხედვით და გაანგარიშდება შემდეგნაირად: სადაც,  - ელექტროსადგურის მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური;            - ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე;            - ელექტროსადგურის 1 მვტ მისაერთებელი სიმძლავრის საფასური:  2 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის  k= 60 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);  2 მვტ-დან - 15 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის k = 300 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). მაგალითად: 2 მვტ-ს მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მზადყოფინის საფასურია 2 × 60 000 = 120 000 ლარი. 3 მვტ-ს მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მზადყოფნის საფასურია 3 × 300 000 = 900 000 ლარი.   მიერთების მსურველი (განმცხადებელი)  ვალდებულია, მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადაიხადოს ამ წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდგომ 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რომელიც იანგარიშება შემდეგი წესით:ა. სისტემის ოპერატორის კუთვნილ ქვესადგურში უჯრედის მოწყობისას მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს წინამდებარე წესების დანართი n6-ით განსაზღვრულ სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის  შემთხვევაში, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასურისა და ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებულ ქსელის მზადყოფნის საფასურების ჯამს.ბ. სისტემის ოპერატორის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს მხოლოდ ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ ქსელის მზადყოფნის საფასურს.
ბმული გვერდიდან:
ეტაპი ii
ეტაპი i
მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული 2021 წლის 28 ივნისის #19 დადგენილების, „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი“-ს წესებით, რომელშიც დაეთმო xvi¹ პრიმა თავი.   გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხორციელდება ორ ეტაპად:   პირველი ეტაპი -  მოიცავს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველის მხრიდან სისტემის ოპერატორისთვის განაცხადისა და ამ წესების 69-ე მუხლის მე-3 პრიმა მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენას, სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის შეთანხმებასა და მიერთების მსურველისთვის ამ წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მიერთების შეთავაზების გაგზავნას.   მოკვლევის დაწყების მიზნით მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველმა უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს, ხოლო სისტემის ოპერატორმა უნდა მოამზადოს და გასცეს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება.   სისტემის ოპერატორი განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წინარე კვლევას. თუ აღნიშნული კვლევით დადგინდა, რომ განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევი ხარჯი არანაკლებ ორჯერ აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასურს და, შესაბამისად, ამ საფასურის სანაცვლოდ მიერთება ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, სისტემის ოპერატორმა განაცხადით მოთხოვნილ მიერთებაზე დასაბუთებული უარი უნდა გაუგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს)  და კომისიას.   მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება შეიძლება განხორციელდეს მიერთების შეთავაზების შემდეგი სტანდარტული ვარიანტებით: ა) სისტემის ოპერატორის ქვესადგურში მიერთების უჯრედის მოწყობა; ბ) სისტემის ოპერატორის ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრა.   ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სტანდარტული ვარიანტი განისაზღვრება სისტემის ოპერატორისა და განმცხადებლის (მიერთების მსურველის) ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის მიხედვით გასცეს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შეთავაზება მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსაზღვრულია მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური, რომელიც დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის მიხედვით და გაანგარიშდება შემდეგნაირად: სადაც,  - ელექტროსადგურის მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური;            - ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე;            - ელექტროსადგურის 1 მვტ მისაერთებელი სიმძლავრის საფასური: ა) 2 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის  k= 60 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); ბ) 2 მვტ-დან - 15 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის k = 300 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმა მტკიცდება კომისიის გადაწყვეტილებით. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მიერთების მსურველის (განმცხადებლის)  ვინაობა/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლის ვინაობა; ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები; მისაერთებელი ელექტროსადგურის დასახელება, მდებარეობა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (gps) კოორდინატები; პირველადი ენერგიის წყაროს სახეობა (ჰიდრო, მზე, ბიო და ა.შ.); განმცხადებლის მიერ მისი კუთვნილი მცირე ელექტროსადგურის გარე ელექტრომომარაგების სამუშაოების დასრულებისა და ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო თარიღები. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი; მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებელი ნომინალური ძაბვის სავარაუდო საფეხური და მიერთების წერტილი; მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე; კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.   შევსებულ განაცხადს ასევეთ თან უნდა დაერთოს (აუცილებელია):  მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთებისთვის, ამ წესების დანართი n5-ით განსაზღვრული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პირველი ეტაპისა და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისსაფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;  მოთხოვნილ ძაბვის საფეხურზე  მიერთების ტექნიკური აუცილებლობის შესახებ დასაბუთება;  მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის საპროგნოზო გამომუშავების საათობრივი და ყოველთვიური გრაფიკები;   შევსებულ განაცხადს სასურველია ასევე თან ახლდეს:  მემორანდუმი.  სხვა სახის დოკუმენტაცია. მეორე ეტაპი - გთხოვთ იხ. ამ ლინკზე: https://www.energo-pro.ge/ka/service/etapi-ii/43
ბმული გვერდიდან:
ეტაპი i
უსაფრთხოების წესები
სამუშაოზე დაშვებამდე, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" კონტრაქტორებისთვის სავალდებულოდ გასატარებელი ღონისძიება/ინსტრუქტაჟები  (ჩამოტვირთვა)საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების პირველადი დახმარების ჩატარების ინსტრუქცია (ჩამოტვირთვა) სიმაღლეზე მუშაობის და მაღლივი სამუშაოების სამაშველო გეგმა (ჩამოტვირთვა) მემონტაჟეებად და ორმოს მჭრელებად დასაქირავებელ პირებთან ზეპირი შრომითი ხელშეკრულების დადების და აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ (ჩამოტვირთვა) ელექტროდანადგარებში და ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების სამუშაოდ დაშვების შესახებ (ჩამოტვირთვა) ელექტროდანადგარებთან მუშაობისას, კუთვნილი და დაქირავებული ავტომობილების, ტვირთამწე მანქანების და მექანიზმების გამოყენების შესახებ (ჩამოტვირთვა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონებში დაქირავებული პერსონალის მიერ ნარგავების გაჩეხვის სამუშაო პროცესის უსაფრთხოდ შესრულების შესახებ (ჩამოტვირთვა) 110-35-10-6-0,4 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონებში ხეების გაჩეხვის უსაფრთხოდ შესრულების ინსტრუქცია (ჩამოტვირთვა)საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე მაღლივი სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა (ჩამოტვირთვა) ავტოკოშკურის კალათიდან მომუშავე პირების უსაფრთხოდ მუშაობის ინსტრუქცია (ჩამოტვირთვა)10-6-0,4კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზობრივ ნაგებობებზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მონტაჟის, რემონტის ექსპლუატაციისას შრომის უსაფრთხოების ინსტრუქცია (ჩამოტვირთვა) 
ბმული გვერდიდან:
უსაფრთხოების წესები
ელ. ენერგიაზე მომუშავე ა.გ.ს დამტენი პუნქტის/სადგურის მიერთება
დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების  პირობები ვრცელდება, მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლის სარგებლობაც არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. ამასთან, დამტენი სადგურის ქსელთან მიერთება არ გულისხმობს მისი განთავსების ადგილზე არსებული ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის ელექტროენერგიით მომარაგებას.  დამტენი სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე  ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში და დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია.ელექტროენერგიაზე მომუშავე დამტენი სადგური, უნდა მარაგდებოდეს დამოუკიდებელი კვების წყაროთი და უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველი. მიერთების მსურველმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (წერილობით). მიერთების მსურველი ვალდებულია, სისტემის ოპერატორს განაცხადთან ერთად წარუდგინოს დამტენი სადგურის (მოწყობილობის) განთავსების თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთების მსურველი (განმცხადებელი) და უძრავი ქონების მესაკუთრე ერთი და იგივე პირია.  0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვაზე დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის 50%-ს, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით. ზემოხსენებული პუნქტისსაფუძველზე მიერთებული დამტენი სადგურისთვის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასური წარმოადგენს სიმძლავრის გაზრდის სტანდარტულ შემთხვევებისთვის შესაბამისი პაკეტით  განსაზღვრული, მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით). თუ დამტენი სადგურის განთავსების ადგილი (ობიექტი ან განსაზღვრული ტერიტორია) არ მარაგდება სხვა გაცემის პუნქტიდან, დამტენი სადგურის სხვა მიზნობრიობით გამოყენებად არ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც  მისაერთებელი სიმძლავრის არაუმეტეს 20%-ის გამოყენება ხდება ამ ობიექტის ან/და მისი განთავსების ადგილის (ტერიტორიის) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის ან/და ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებებით ელექტროენერგიის წარმოებისთვის. მოცემულ შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია მის შიდა ქსელში დამტენი სადგურის სხვა მიზნობრიობით გამოყენების დასაშვები ზღვარის შესაბამისი საშუალებებით დაცვასა და კონტროლზე. ამასთან, ამ ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს. დამტენი სადგურის განთავსებაზე თანხმობის, კონკრეტული ვადით გაცემის შემთხვევაში, ამ თანხმობის შეწყვეტის ან ვადის გასვლისთანავე უნდა გაუქმდეს მიერთებაც, თუ სადგურის მიზნობრიობა არ შენარჩუნდება მესაკუთრის ან ახალი მფლობელის მიერ.. აღნიშნულის შესახებ, სისტემის ოპერატორის შესაძლოდ მოკლე ვადაში ინფორმირების ვალდებულება ეკისრება, დამტენ სადგურზე რეგისტრირებულ მომხმარებელს. დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, უნდა მოხდეს განცალკევებულად და უნდა მოეწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემა, მიუხედავად იმისა, მარაგდება თუ არა ელექტროენერგიით მიერთების ადგილი (ობიექტი ან განსაზღვრული ტერიტორია). თუ ადგილი აქვს ერთ საკადასტრო კოდზე დამტენი სადგურისა და  სხვა ობიექტების მიერთებას, მისაერთებელი ობიექტის სიმძლავრე და დამტენი სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე მითითებული უნდა იქნეს განცალკევებულად. თუ მომხმარებელი აპირებს დამტენი სადგურის მიერთების სხვა მიზნით გამოყენებას მან წინასწარ უნდა აცნობოს სისტემის ოპერატორს. თუ დამტენი სადგურის მიერთება არ განხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მიერთების სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის ან დამტენი სადგურით სარგებლობა არ ხდება 10 წლის განმავლობაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს ეს მიერთება,  მომხმარებლის აღნიშნულის შესახებ 3 თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დამტენი სადგურის დამოუკიდებელი კვების წყაროს გაუქმება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნა შეასრულოს შესაძლოდ მოკლე ვადაში, რაიმე დამატებითი საფასურის ან ღირებულების გადახდის გარეშე.განცხადების ფორმები:დამტენი სადგურის მიერთებადამტენი სადგურის სიმძლავრის გაზრდა
ბმული გვერდიდან:
ელ. ენერგიაზე მომუშავე ა.გ.ს დამტენი პუნქტის/სადგურის მიერთება
ელექტრო ენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება
სისტემის ოპერატორის წინასწარი ინფორმირებით, მომხმარებელს უფლება აქვს სარგებლობდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ წარმოებული ელექტროენერგია არ გადადინდება გამანაწილებელ ქსელში და სრულად ათვისებული იქნება მხოლოდ მომხმარებლის საკუთარი მოხმარებისთვის. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში გადადინება დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული წარმოების საშუალების სისტემის ოპერატორთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე იმავე წარმოების საშუალების ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის შემთხვევაში.  ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინება უნდა შეიზღუდოს მომხმარებლის მიერ მომხმარებლის შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის სპეციალური სქემის მოწყობით, რაც ტექნიკურად ზღუდავს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინებას. ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების კონტროლის მიზნით, მომხმარებელთან, რომელიც ფლობს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებას, ხდება ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი შემდეგი პროცედურის დაცვით:  ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე, სისტემის ოპერატორი მომხმარებელს აცნობებს წარმოების საშუალების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემის ოპერატორთან ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე რეგისტრაციამდე გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების აკრძალვის შესახებ, და მომხმარებელს რეგისტრაციისთვის მისცემს გონივრული ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში მომხმარებელმა სათანადო განაცხადით არ მოითხოვა ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი, სისტემის ოპერატორი თავად დაამონტაჟებს ელექტროენერგიის ორმიმართულებიან (რევერსული) მრიცხველს და მომხმარებელს დაარიცხავს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურს, წესების №4 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად. მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების შეზღუდვის  პირობის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული სათანადო წესით ელექტროენერგიის საცალო ან საბითუმო ბაზარზე და მომხმარებელთან დამონტაჟებულ ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემით დასტურდება, რომ ადგილი აქვს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინებას სისტემის ოპერატორი გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის: მომხმარებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მოწყობისთვის, ხოლო აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ  გამანაწილებელ ქსელში თავად მოაწყობს შესაბამის ავტომატიკას და ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ელექტროენერგიის ქსელში გადადინების თავიდან ასაცილებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.განცხადების ფორმა:ელ. ენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების სარგებლობის ან სიმძლავრის შეცვლის შეტყობინების შესახებ    
ბმული გვერდიდან:
ელექტრო ენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება
ვაკანსიები
ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ ღილაკს: ვაკანსია
ბმული გვერდიდან:
ვაკანსიები
დასაქმების პროცედურები
ჩვენს კომპანიაში ადამიანური რესურსების მართვის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებული და პროფესიულად მზარდი პერსონალის რესურსის შექმნა. შესაბამისად, კომპანია ორიენტირებულია პრაქტიკული სწავლების საფუძველზე მოახდინოს მაღალკვალიფიციური პერსონალის დასაქმება, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება. კომპანიაში დასაქმების მსურველ, კვალიფიციურ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. კონკურსების შესახებ ინფორმაციის განთავსება ხდება კომპანიის ვებ გვერდზე და დასაქმების საძიებო ვებ გვერდებზე. კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებადა იწყება კანდიდატის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის და რეზუმეს გადახედვიდან. საკონკურსო სიაში მოხვედრილი კანდიდატები გაივლიან პროფესიულ ტესტირებას და წარმატების შემთხვევაში გასაუბრებას. როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების ეტაპზე, კანდიდატების შეფასება ხდება თანაბარ, სტანდარტულ პირობებში, სადაც თითოეულს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა მოახდინოს საკუთარი ცოდნის და უნარების დემონსტრირება. კონკურსზე კანდიდატების მოწვევა ხდება 1 სამუშაო დღით ადრე მაინც. კონკურსის თითოეული ეტაპი გამჭვირვალეა და იძლევა კანდიდატის შესახებ დათვლად შედეგებს, ამიტომ შეფასების ქულების მიხედვით, მხოლოდ საუკეთესო (უმაღლესი ქულის მქონე) კანდიდატები გადადიან შერჩევის მომდევნო ეტაპზე და იღებენ დასაქმების შეთავაზებას. დასაქმება მეშვიდე რგოლის თანამდებობებზე ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია, ჩვენს პოტენციურ თანამშრომლებს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სთავაზობს პრაქტიკულ სწავლებას მეშვიდე რგოლის შემდეგი თანამდებობების დასაკავებლად: ტექნიკოს-ელექტრიკოსი  მორიგე ელექტრიკოსი  მძღოლი ელექტრიკოსი მორიგე მძღოლი ელექტრიკოსი ელექტრიკოსი ქვესადგურის მორიგე ბილინგის ოპერატორი   აღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებისთვის აუცილებელია გაიაროთ სტაჟირების შესაბამისი პროგრამა. სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ ჩაერთვებით პერსონალის დასაქმების გამჭვირვალე პროცესში, სადაც შეფასების კრიტერიუმები მკაცრად არის განსაზღვრული და ყველა კანდიდატს ეძლევა დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები.  
ბმული გვერდიდან:
დასაქმების პროცედურები
16 17 18 19 20