მსხვილი მომხმარებლების საყურადღებოდ! მსხვილი მომხმარებლის სტატუსი განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის (სსე) ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის (ენერგო-პრო ჯორჯია, თელასი) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2020 წლი 28 დეკემბრის N80 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ (
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5069902?publication=0 ) შესაბამისად.
მსხვილი მომხმარებელი არის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე (საბითუმო ბაზარი) ვაჭრობის უფლება. მსხვილ მომხმარებელს 2021 წლის 1 ივლისის შემდეგ უფლება ექნება, მიწოდების ხელშეკრულება ერთდროულად დადოს რამდენიმე მიმწოდებელთან.
სემეკის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 3241 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მქონე მომხმარებლები ვალდებულებები არიან მოაწესრიგონ აღრიცხვის კვანძები:
„მუხლი 3241. მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით აღრიცხვის მოწესრიგება
1. იმ საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №80 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელთა ელექტროენერგიის მრიცხველები ვერ აკმაყოფილებს ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნებს, ელექტროენერგიის მრიცხველები უნდა მოწესრიგდეს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ელექტროენერგიის მრიცხველები ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით უნდა მოწესრიგდეს მსხვილი მომხმარებლის ხარჯით:
ა.ა) ა.ა) 35/110 და 6/10 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
ა.ბ) 0.4 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მრიცხველების რაოდენობა არ აღემატება ათს;
ა.გ) 0.4 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მრიცხველების რაოდენობა აღემატება ათს.
ბ) მსხვილი მომხმარებლის ქსელზე დაერთებული განაწილების ლიცენზიატის (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) აბონენტების მრიცხველები (ე.წ. „ტრანზიტული მრიცხველები“) ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით უნდა მოწესრიგდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხარჯით:
ბ.ა) 35/110 და 6/10 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე;
ბ.ბ) 0.4 კვ ძაბვაზე – განაწილების ლიცენზიატების (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები) მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.