eng

news

ბაკურიანის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, 6 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს

09 ოქტომბერი, 2018
ზამთრის საკურორტო ზონებში, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გათვალისწინებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებას იწყებს. მაღალი ძაბვის ქვესადგურში უკვე შეიცვალა ძველი ძალოვანი ტრანსფორმატორი,  ახალი, უფრო მძლავრი ტრანსფორმატორით, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე თვეს შევა. სამუშაოების ფარგლებში, წლის ბოლომდე ასევე განხორციელდება 3 კმ-მდე სიგრძის მიწისქვეშა კაბელის დამონტაჟება.
 
სამუშაოების მეორე ეტაპი მომავალ წელს დაიწყება,  აშენდება ახალი გამანაწილებელი პუნქტი, ქვესადგურს ,,ბაკურიანი“ ჩაუტარდება სრული, კაპიტალური რეკონსტრუქცია, მაღალი ძაბვის სამ ელექტროგადამცემ ხაზს (ცემი-1, ცემი-2, ცემი-3) ჩაუტარდება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. 
 
,,ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, განსაკუთრებით  საკურორტო ზონებში ფიქსირდება, მათ შორის რათქმაუნდა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია ბაკურიანის სტაბილური ელექტრომომარაგება. მიუხედავად იმისა, რომ ბაურიანში უკვე განახორციელდა მნიშვნელოვანი ტექნიკური პროექტები, კომპანიამ გადაწყვიტა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება. აღნიშნული სამუშაოების დაწყება საკმაოდ მნიშვნელოვანია დაბისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო საიმედო გახდება ბაკურიანის ენერგომომარაგება, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას“- განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს  გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
 
აღნიშნული პროექტის განხორციელება, 2019 წლის ბოლოს დასრულდება და საერთო ჯამში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 6 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად
28 დეკემბერი, 2020

ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ვრცლად