eng

news

ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში, ერთი წლის განმავლობაში 25%-ით გაიზარდა

06 ივლისი, 2018
2017 წელს ქ. ბათუმის და ქობულეთის პიკურმა დატვირთვამ 117 მგვტ/სთ-ს გადააჭარბა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25% მეტია; მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საჭიროა ახალი სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად შეუძლებელია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის არსებული ტექნიკური მდგომარეობის გამო. აღნიშნული ხაზი მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. შესაბამისად, საჭიროა ხაზის კაპიტალური რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება ხაზის გამტარუნარიანობა და შესაძლებელი გახდება ბათუმის და ქობულეთის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფა.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ აჭარაში 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე 1-ის“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა ეკონომიკის სამინისტროს და სემეკის წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის ადგილობრივი მთავრობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ „ერგე 1“ წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ენერგომომარაგების ერთერთ ძირითად მაგისტრალს. აღნიშნული ხაზით შესაძლებელი გახდება მოსალოდნელი დატვირთვების დაკმაყოფილება და ახალი მიერთებების უზრუნველყოფა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების და ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვით ხაზის რეაბილიტაციის შემდეგ, დაცული იქნება ყველა უსაფრთხოების ნორმა. შესაბამისად, ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. დაშორება მიწასა და სადენს შორის კიდევ უფრო გაიზრდება და გატარდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.

„ერგე 1“ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაა, რომელიც სრულად არის დარეგისტრირებული, შესაბამისად ახალი ანძების მონტაჟი იმავე მიწის ნაკვეთებზე განხორციელდება. ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება პირველ ეტაპზე შეადგენს 6 მლნ ლარს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აჭარაში მაღალი ძაბვის ხაზი „ერგე 1“ გახდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების წყარო.
28 დეკემბერი, 2020

ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ვრცლად
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხურ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად