eng

news

ენერგო–პრო ჯორჯია პროფესიულ ტრეინინგებს განაგრძობს

19 თებ, 2015
 
ენერგო–პრო ჯორჯიამ კომპანიის თანამშრომლებს შემდუღებლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები ჩაუტარა. სასწავლო კურსი გაიარა კომპანიის თანამშრომელმა ტექნიკურ დარგში. ტრეინინგი მიმდინარეობდა ორი კვირის მანძილზე.

სასწავლო კურსი ჩაატარა ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ სპეციალურად მოწვეულმა პროფესიონალმა ტრენერებმა შპს „შემდუღებელთა საზოგადოებიდან“. კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული კადრების განვითარების მიზნით, კომპანიის თანამშრომლებმა გაიარეს კურსი ელ. შედუღებაში, აირ შედუღებასა და არგონ შედუღებაში. ამასთან, მათ ჩაუტარდათ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და პრაქტიკული მეცადინეობა.

ტრეინინგების დასრულების შემდეგ, ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომლებმა ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდები. გარდა ამისა, მათ გაიარეს ატესტაცია და მიიღეს საერთაშორისო დონის სერთიფიკატები.

საკვალიფიკაციო ტრეინინგები მეტად მნიშვნელოვანია კომპანიაში პროფესიონალიზმის ხელშეწყობისთვის. აღნიშნული ტრეინინგების შედეგად, ენერგო–პრო ჯორჯია ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური კადრების განვითარებას, რაც კომპანიის წარმატებული საქმიანობის ერთერთი წინაპირობაა.
23 ივლისი, 2021

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ვრცლად
28 დეკემბერი, 2020

ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ვრცლად