eng

news

ენერგო–პრო ჯორჯიას აბონენტების რაოდენობამ 1 000 000 გადააჭარბა

07 ივლისი, 2014
სს ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა კომპანიის მე–1 000 000 აბონენტი დააჯილდოვა. ბათუმში მცხოვრები ზურაბ ბოლქვაძე, რომელიც აბონენტად ახლახანს დაფიქსირდა, კომპანიისგან ელექტროენერგიის 500 ლარიანი ვაუჩერი მიიღო. აღნიშნული ვაუჩერის გამოყენება აბონენტს ნებისმიერ დროს, მისი შეხედულებისამებრ შეუძლია.

„ჩვენ სისტემატურად ვაუმჯობესებთ აბონენტთა მომსახურებას. აბონენტების რიცხვმა დღეს უკვე 1 000 000 გადააჭარბა. ენერგო–პრო ჯორჯია საქართველოს ენერგო–ბაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ აბონენტებს მივაწოდოთ სტაბილური და ხარისხიანი ელექტროენერგია.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.

ამჟამად, ენერგო–პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 469,25 მგვტ. კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავენ რიონჰესს (დადგმული სიმძლავრე 48 მგვტ), გუმათ ჰესების კასკადს (1 დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ და 2 დადგმული სიმძლავრე 22,8 მგვტ), შაორჰესი (დადგმული სიმძლავრე 38,4 მგვტ), ძევრულჰესი (დადგმული სიმძლავრე 80 მგვტ), ლაჯანურჰესი (დადგმული სიმძლავრე 112,5 მგვტ), აწჰესი (დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ), იორის კასკადი (სიონჰესი 9.14 მგვტ, საცხენჰესი 14 მგვტ, მარტყოფჰესი 3.84 მგვტ), ჩითახევჰესი (დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ), ორთაჭალჰესი (დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ), ზაჰესი (დადგმული სიმძლავრე 36.8 მგვტ), კინკიშაჰესი (დადგმული სიმძლავრე 1.4 მგვტ) და ჩხორჰესი (დადგმული სიმძლავრე 3.35 მგვტ); აგრეთვე – გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ.

გენერაციის გარდა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 47 265 კმ2 (ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%) და ემსახურება 1 000 000–ზე მეტი აბონენტს.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად