eng

news

ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

11 ნოემ, 2014
ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალის თანამშრომელი გივი მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძალისმიერ სამჭიდში. მან სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა – წოლჭიმში ასწია 140 კგ, ხოლო ამოწევაში 220 კგ, რაც დღემდე აღნიშნულ სპორტში ვერც ერთმა მჩატე წონის (65 კგ) სპორცმენმა ვერ შეძლო. გარდა ამისა, გივი მარგველაშვილის მესამე რეკორდი დაფიქსირდა მისი საერთო ქულების ჯამით, რომელმაც შეადგინა 570 ქულა.

მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა ქ. კიევში 2014 წლის 7-9 ნოემბერს. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 34 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. მარგველაშვილის მთვარი მოპაექრე იყო სპორცმენი რუსეთის ფედერაციიდან, რომელსაც მან აჯობა 70 კგ–ით.

ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გივი მარგველაშვილი ემზადებოდა თვეების მანძილზე. პროფესიით ენერგეტიკოსი, გივი მარგველაშვილი ძალისმიერი სამჭიდით ინტერესდებოდა ბავშვობიდან, თუმცა პროფესიონალურად ამ სპორტით დაკავდა 2010 წლიდან. ის ვარჯიშობდა ქუთაისის 35–ე სკოლის სპორტულ დარბაზში მისი მწვრთნელის კონსტანტინე ჯანაშიას ხელმძღვანელობით. 2014 წლის მაისში გივი მარგველაშვილი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში.

გივი მარგველაშვილი ამჟამად მუშაობს ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალში იმერეთის მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაციის I კატეგორიის მორიგედ.

29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად