eng

news

გენდერული საკითხები და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა „ენერგო-პრო ჯორჯია-ში

14 აპრილი, 2016
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ენერგეტიკის სექტორში გენდერული ბალანსის დაცვის ხელშეწყობის მიზნით, განაგრძობს პროექტების განხორციელებას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ გლდანისა და თემქის რაიონების ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში კომპანიას პარტნიორობა გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციამ World Vision. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჯერ ეწვივნენ კომპანიის სასწავლო ცენტრს, ხოლო შემდეგ ზაჰესის ჰიდრო ელექტროსადგურს. პროექტში ჩართული იყო 15 მოსწავლე – 9 გოგონა და 6 ვაჟი.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია, სადაც მათ გააცნეს თუ როგორ შეუძლიათ ჩაერთონ პროფესიულ განათლებაში, რა მექანიზმები და ხელისშემწყობი პროგრამები არსებობს კომპანიაში მათი შემდგომი დასაქმებისა და კარიერის განვითარებისათვის. პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაცნობითი ექსკურსია ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე, სადაც მათ დაათვალიერეს ჰესის მართვის ფარი, სამანქანე დარბაზი და კაშხალი.

„ეს აქტივობა არის, კომპანიის სტრატეგიის ნაწილი – დარგში მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოთ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, რაც მიზნად ისახავს გოგონების ჩართულობის გაზრდას. მოტივაციის მიზნით, წარჩინებულ მოსწავლეებს ჩვენი პროექტის ფარგლებში ვთავაზობთ ყოველთვიურ სტიპენდიას და რაც მთავარია სწავლის დასრულების შემდეგ ვაძლევთ რეალური დასაქმების შესაძლებლობას ჩვენს კომპანიაში“ – განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებთან.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად