eng

news

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ენერგო–პრო ჯორჯია დაასაქმებს

20 ივნისი, 2014
დღეს ქუთაისში ენერგო–პრო ჯორჯიამ გააფორმა ხელშეკრულება პროფესიული სასწავლებლების 5 სტუდენტთან. სწავლების პერიოდში ენერგო–პრო ჯორჯია აღნიშნულ სტუდენტებს გადაუხდის ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით. ამასთან, სტუდენტები 10 თვიანი სწავლის დასრულების შემდეგ გაივლიან ერთთვიან სტაჟირებას და დასაქმდებიან კომპანიაში. კომპანიასა და სტუდენტებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში „იბერია“. სტუდენტები შეირჩნენ ქუთაისის, ოზურგეთისა და ქობულეთის პროფესიული სასწავლებლებიდან „იბერია“, „ჰორიზონტი“ და „ახალი ტალღა“.
 
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის ფარგლებში, ენერგო–პრო ჯორჯიას უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება 12 სტუდენტთან.

სტუდენტების დასაქმების პროექტი გაგრძელდება და მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ ჩატარდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ენერგო–პრო ჯორჯია კიდევ 12 სტუდენტს გადაუხდის სტიპენდიას.

„პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.
13 მარტი, 2020

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ვრცლად
30 იანვარი, 2020

„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა

"ენერგო-პრო"-ს მენეჯმენტმა, 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართა. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ განახორიცელა 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. 2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს.
ვრცლად