eng

news

ქ. რუსთავის ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდება

03 მაისი, 2019
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ რუსთავში, ორი ქვესადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2 000 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. მიმდინარეობს მაღალი ძაბვის, 110 კვ-იანი ქვესადგურების ,,მარჯვენა სანაპიროს“ და ,,პატარა რუსთავის“ სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

,,საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვაკეთებთ ქალაქისთვის. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება რუსთავის ენერგომომარაგება. ქვესადგურში ,,მარჯვენა სანაპირო“ დამატებით დამონტაჟდება ძალოვანი ტრანსფორმატორი, რაც კიდევ უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს ქალაქის ენერგომომარაგების გაუმჯობესების პროცესს“ - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ქსელის მართვის მენეჯერმა ზურაბ სიხარულიძემ. 

ქვესადგურების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს დასრულდება.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად