eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმების პროექტების დანერგვას

19 ნოემ, 2018
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის და ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს პროექტების განხორციელებას. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, კომპანიაში „საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ ფარგლებში სტაჟირება გაიარა 29 სტუდენტმა. 5 სტუდენტი უკვე დასაქმდა. უახლოეს მომავალში ასევე დასაქმდება კიდევ 5 სტუდენტი, ხოლო დანარჩენი კანდიდატები უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყებენ მუშაობას კომპანიაში. 
 
„სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობამ მომცა შესაძლებლობა მიმეღო ის პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, რაც შეუძლებელია მხოლოდ თეორიის სწავლით უნივერსიტეტში. სწავლების პერიოდი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. სტაჟირების შედეგად, ადგილზე გავეცანი სამუშაო პროცესების მიმდინარეობას, რამაც საშუალება მომცა განმევითარებინა ის უნარ-ჩვევები, რაც მხოლოდ თეორიული მეცადინეობით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სტაჟირების დასრულების შემდეგ კომპანიასთან გავაფორმე 6 თვიანი ხელშეკრულება და მაქვს მომავალი განვითარებისა და პროფესიული წინსვლის მოლოდინი“ - განაცხადა „საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ მონაწილემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა გოჩა კუჭუაშვილმა.
 
საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს.
 
საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავდა ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს სტაჟირება და ტრენინგები კომპანიის  სხვადასხვა დეპარტამენტში - შრომის დაცვის, დიაგნოსტიკის, სარელეო დაცვის, ელ. ქვესადგურების ექსპლუატაციის, მრიცხველების ლაბორატორიის,  ოპერატიული მართვის, პროექტირების, ჰიდროელექტრო სადგურების, ენერგო ზედამხედველობის, აბონენტთა ქოლ ცენტრის და სხვა მიმართულებით. სტაჟირებები განხორციელდა როგორც კომპანიის სათაო ოფისში თბილისში, ასევე რეგიონულ ფილიალებში ქუთაისში, ბათუმში, ხაშურსა და თელავში.
 
სტაჟიორები განაწილებულები იყვნენ კომპანიის ფილიალებსა და დეპარტამენტებში. ამასთან, მიმართლების მიხედვით, ყველა სტაჟიორს ჰყავდა თავისი მენტორი. სტაჟირების დასრულების შემდეგ, მენტორებმა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების უფროსებმა მოისმინეს სტუდენტების მიერ მომზადებული დასკვნითი პრეზენტაციები და შეაფასეს თითოეული სტაჟიორი. პროგრამის ყველა სტაჟიორმა მიიღო დადებითი შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
 
„აღნიშნული დასაქმების პროგრამა შეიძლება ჩაითვალოს მკაფიო შეტყობინებად აბიტურიენტებისთვის, რათა დაინტერესდნენ და მომავალ პროფესიად სწორედ ენერგეტიკის დარგი აირჩიონ. ჩვენ კი მათ ვპირდებით, რომ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ელოდებათ გარანტირებული სამუშაო ადგილები და სამომავლო წინსვლა ჩვენს კომპანიაში, რადგან დაინტერესებულები ვართ მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები ენერგეტიკის სექტორში.“ - განაცხადა სს  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
 
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელებული „საზაფხულო დასაქმების პროგრამა“ იყო საპილოტე პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად