eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ TOP ინვესტორთა ათეულშია

13 დეკემბერი, 2018
კომპნიათა ათეულის ჩამონათვალი, რომლებმაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი უცხური ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში, ეკონომიკურმა საინფორმაციო სააგენტო bm.ge - მ გამოითხოვა საქსტატიდან. ინფორმაციის მიხედვით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ აღნიშნულ კომპანიათა ათეულშია.
 
2018 წლის 9 თვის განმავლობაში,  სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ქსელის განვითარების მიზნით, განახორცელა 34, 4 მილიონი ლარის ინვესტიცია. გარდა ამისა, მე-3 კვარტლის ბოლოსთვის კომპანიას ინვესტორებული აქვს 20.7 მილიონი ლარი, რომლის შესაბამისი პროექტების დასრულება იგეგმება უახლოეს პერიოდში.
 
,,ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს და ამ დროიდან თითქმის ყოველ წელს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ინვესტორთა ათეულშია. ეს იმის დასტურია, რომ კომპანია წარმატებით და ღირსეულად მოღვაწეობს ქვეყანაში.  მაღალი, დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის განვითარების მიზნით, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, წლების მიხედვით გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება“- განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
 
საქართველოში შემოსვლის დროიდან, კომპანია ასევე თითქმის ყოველ წელს ხვდება ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთა ათეულში. ამჟამად ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობს.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად