eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი პირველად დაასაქმა

28 დეკემბერი, 2018
,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ამბროლაურის მომსახურების ცენტრს, თვეზე მეტია ახალი ელექტრიკოსი ჰყავს. 2000 წელს დაბადებული გიორგი არველაძე, კომპანიაში ოფიციალურად 6 ნოემრიდან მუშაობს. ,,ერთი შეხვედით, ადამიანის დასაქმებაში უჩვეული თითქოს არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ მის ასაკს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში, მომავალი თაობის  პროფესიონალი ენერგეტიკოსების დეფიციტია, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 18 წლის ახალგაზრდა უკვე ელექტიკოსის პოზიციაზე მუშაობს“- განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ.

სამსახურის ოფიციალურად დაწყებამდე, გიორგი არველაძემ კომპანიაში 3 თვიანი სტაჟირება გაიარა, სადაც ისწავლა ყველა ის თეორიული თუ პრაქტიკული უნარები, რომელიც აუცილებელია დამწყები ელექტრიკოსისთვის. გიორგი ჯერ კიდევ გამოცდილების დაგროვების ეტაპზეა და შესაბამისად მხოლოდ იმ სამუშაოებს ასრულებს, სადაც მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.
 
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დაეხმარება გიორგის რომ ამბროლაურის პროფესიულ სასწავლებელში ჩააბაროს. როგორც კი იქ ელექტრიკოსის პროფესიის შესწავლა იქნება შესაძლებელი და როგორც ამბობენ ეს მალე მოხდება, ის დაიწყებს სწავლას და კიდევ უფრო გააღრმავებს პროფესიულ ცოდნას.
28 დეკემბერი, 2020

ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ვრცლად
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხურ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად