eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე, წლის ბოლომდე 5 234 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს

17 ოქტომბერი, 2018
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაციაში. კომპანიამ უკვე დაასრულა სამი, 110 კვ მაღალი ძაბვის ხაზის - „კაცხის“, „მოაშის“ და „მარაბდა 2“-ის რეაბილიტაცია. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხარისხი ჭიათურის, საჩხერის, ლენტეხისა და მესტიის აბონენტებისთვის. მაღალი ძაბვის ხაზის „მარაბდა 2“-ის რეაბილიტაციის შედეგად კი შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების სარეზერვო წყარო ქ. რუსთავისთვის. აღნიშნული ხაზი ექსპლუატაციაში ნოემბრის ბოლოს შევა.
 
ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიური წყარო შეიქმნება ასევე ქალაქ ნინოწმინდასთვის. ამ დროისთვის, კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს მაღალი ძაბვის სარეზერვო გადამცემ ხაზზე „საღამო“, სადაც დამონტაჟდა ახალი საყრდენები და  ამორტიზირებული სადენები შეიცვალა ახლით. ხაზის რეაბილიტაცია დასრულდება ასევე ნოემბრის ბოლოს.
 
პარალელურად, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე „ჩხოუშია“, „ფაზისი“, „მალთაყვა“, „გრიგოლეთი“ და „ბათუმი 5-მეგაპალასი“. პროექტის ფარგლებში მონტაჟდება ახალი სადენები, იცვლება სახაზო არმატურა და იზოლატორები, აგრეთვე ძველი სადენები იცვლება ახალი სადენებით. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქალაქ ზუგდიდის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდება. გადამცემი ხაზი „ჩხოუშიას“ რეაბილიტაცია დასრულდება ნოემბრის ბოლოს, ხოლო  სამუშაოები ხაზებზე „ფაზისი“, „მალთაყვა“, „გრიგოლეთი“ და „ბათუმი 5-მეგაპალასი - დეკემბრის შუა რიცხვებში.
 
წლის ბოლომდე, აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაში, სს ენერგო-პრო ჯორჯია“ საერთო ჯამში 5 234 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
28 დეკემბერი, 2020

ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ვრცლად
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხურ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად