eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტები ახალი, სმს მომსახურებით ისარგებლებენ

02 თებ, 2017
აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ახალი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი დანერგა. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს მობილური ტელეფონით მიიღოს ინფორმაცია დავალიანების ოდენობის შესახებ, მას შეუძლია გამოგზავნოს სმს ნომერზე 91573, სადაც უნდა ჩაწეროს ციფრი 3. სმს მომსახურებას აბონენტები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მიმართავენ კომპანიას მომსახურების ცენტრებში ან დაუკავშირდებიან ცხელ ხაზს (0322471707) და დააფიქსირებენ სურვილს ან კომპანიის საიტზე (www.energo-pro.ge) აბონენტებისთვის განკუთვნილ გვერდზე (http://my.energo-pro.ge/ow/#/login) გაივლიან რეგისტრაციას. გარდა ამისა, აბონენტებს ექნებათ საშუალება სმს-ით სხვა მომსახურების შესახებაც მიიღონ ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს კიდევ ერთხელ გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც მოცემული იყო მისთვის ბოლოს გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, მან მითითებულ ნომერზე ტექსტში უნდა ჩაწეროს ციფრი 1. თუ სმს-ის ტექსტში აბონენტი ჩაწერს ციფრს 2 და ამავე დროს მიუთითებს იმ მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც სურს კომპანიის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება, მაშინ სისტემაში ძველი ნომერი შეიცვლება ახლით და მომავალში აბონენტს ახალ ნომერზე მიუვა ტექსტური შეტყობინებები.

აბონენტთა მომსახურების კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში აგრეთვე ფუნქციონირებს ქოლ ცენტრიც. ქოლ ცენტრი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. აბონენტს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის აბონენტთა მომსახურების სამსახურს და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ქოლ ცენტრის ნომერია: 0322471707. გარდა ამისა, აბონენტებს შეუძლიათ მოიწერონ კომპანიის სოციალურ გვერდზე და ელ-მისამართზე: customers@energo-pro.ge.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, ახალი პროექტების დანერგვას.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად