eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ზაფხულის სეზონს საკურორტო ზონებში მომზადებული ხვდება

23 მაისი, 2016
ზაფხულის სეზონზე, საკურორტო ზონებში მნიშვნელოვნად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ტურისტულ რაინოებში ელექტროენერგიის ხარისხიანი და სტაბილური მიწოდების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ინვესტიციების ფოკუსირებას ქსელის საიმედოობის გაზრდასა და რეაბილიტაციაზე აკეთებს. ამ მიზნით, კომპანიამ აჭარის და გურიის რეგიონში მილიონობით ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დღეს, ბათუმში 110 კვ ქვესადგურში „ბათუმი 4“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. ამჟამად, მიმდინარეობს ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია, არსებულ ტრანსფორმატორს დაემატება ორი ახალი ტრანსფორმატორი, რითაც სამჯერ გაიზრდება ქვესადგურის მიერ გატარებული ელექტროენერგიის სიმძლავრე. სამუშაოები დასრულდება საზაფხულო სეზონის დადგომამდე და განახლებული ქვესადგური უზრუნველჰყოფს ბათუმის განსაკუთრებით დატვირთული უბნების ენერგომომარაგების სტაბილურობას.

გარდა ამისა, მიმდინარეობს 110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების „ადლია 1“ და „ადლია 2“ სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე საკურორტო სეზონის დადგომამდე დასრულდება. განახლებული გადამცემი ხაზები სრულად უზრუნველჰყოფენ მთლიანად ქ. ბათუმის საიმედო ენერგომომარაგებას.

მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ბათუმის ბულვარში, სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის სხვა ქუჩებზეც. ამავდროულად, ქობულეთის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს 35 კვ მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქობულეთის სანაპირო ზოლის ენერგომომარაგების სტაბილურობას, გაზრდილი მოხმარების პირობებში. რაც შეეხება გონიოსა და კვარიათს, სანაპირო ზოლის მკვებავ 10 კვ გადამცემ ხაზს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად