eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

23 ივლისი, 2021
ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.
 
გარდამავალ პერიოდში მომხმრებლებს არანაირ შეფერხება არ შეექმნებათ ელექტრომომარაგების, სხვადასხვა მომსახურების თუ ანგარიშსწორების კუთხით, ამის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია კონკრეტული გეგმა. აბონენტს შეუძლიათ ნებისმიერი კითხვით მოგვმართონ ცხელ ხაზზე და სოციალურ ქსელში.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ენერგეტიკის მიმართულებით, არაერთმა უწყებამ უკვე მეტად ნაყოფიერი და ეფექტური საქმინობა გასწია რეფორმირების პროცესში, პრაქტიკულად თავიდან შეიქმნა საქმიანობის საკანონმდებლო თუ ნორმატიული ბაზა, შემუშავდა არაერთი ახალი პროცედურა თუ მეთოდოლოგია. ,,რათქმაუნდა, ,,ენერგო-პრო“ ჩართულია აღნიშნულ მნიშვნელოვან პროცესში, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ მონაწილეობას დისკუსიებში. მივესალმებით ევროპული რეგულაციების იმპლემენტაციას საქართველოში, ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება და ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია, აღნიშნული რეფორმები ბიძგს მისცემს დარგის სწრაფ განვითარებას“. აღნიშნა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

ყველაზე მეტად პოზიტიურია ის, რომ რეფორმირების შედეგად, ძირეულად შეიცვლება მდგომარეობა მრავალი მიმართულებით, ბაზრის ლიბერალიზაცია გაზრდის კონკურენციას, მოხდება ინვესტიციის ზრდის სტიმულირება, რეალურად მივიღებთ ისეთი სტანდარტის ქსელს როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში, უფრო ტრანსფარენტული გახდება ელექტროენერგიით ვაჭრობა, პოლიტიკური სპეკულაციებიდან თუ წნეხიდან საბოლოოდ გათავისუფლდება სამომხმარებლო ტარიფი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დადებითად აისახება აბონენტთა მომსახურების ხარისხზე. აღნიშნული არ ნიშნავს იმას რომ გარდაუვლად მოხდება ტარიფის ზრდა, პირიქით, შესაძლოა ზოგიერთ კომპონენტში შემცირებაც კი მივიღოთ, სამაგიეროდ დასტაბილურდება ბიზნესი, მარტივად პროგნოზირებადი გახდება ფინანსური თუ კომერციული შედეგები, რისკების პრევენციას უფრო ეფექტურად შევძლებთ, სხვადასხვა გარე ფაქტორი ვეღარ დააზიანებს კომპანიებს და შესაბამისად აღარ მოგვიწევს საინვესტიციო გეგმების მუდმივი კორექტირება-შემცირება.

რეფორმა და დანერგილი ახალი მიდგომები, საშუალოვადიან პერსპექტივაში უზრუნველჰყოფს ამ სამწუხარო წრიდან გამოსვლას როდესაც ერთის მხრივ, საბოლოო მომხმარებლის ტარიფის ზრდა გარდაუვალი ხდება, ხოლო მეორეს მხრივ მაინც ვერ ვუზრუნველჰყოფთ ქსელის მნიშვნელოვან გაჯანსაღებას და შესაბამისად ავარიული გათიშვების მაჩვენებლის შემცირებას.

,,ახლა მთავრია ბოლომდე მივიდეს დაწყებული პროცესი, წარმატებით ამოქმედდეს ენერგეტიკული ბირჟა, ყველა პროცესი წარიმართოს სამართლიანობის პრონციწებზე დაყრდნობით, ,,ენერგო-პრო“ კი თავის მხრივ განაგრძობს პროცესში ჩართულობას და რეფორმების სრულ მხარდაჭერას“ - აცხადებს მიხეილ ბოცვაძე.
28 დეკემბერი, 2020

ენერგო-პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია

უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძვნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ვრცლად
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხურ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად