eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

13 მარტი, 2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით,  ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე  ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).

ასევე, ხელმისაწვდომი იქნება  მომსახურების ცენტრებში აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების საკონტაქტო ნომრები, რომლებიც დაგეხმარებიან კონკრეტული საკითხების მოგვარებაში ან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში.
30 იანვარი, 2020

„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა

"ენერგო-პრო"-ს მენეჯმენტმა, 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართა. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ განახორიცელა 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. 2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს.
ვრცლად
30 იანვარი, 2020

მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მომხამრებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა. აღნიშნული პრობლემის შესახებ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ დღეს, ქ რუსთავში რეგიონალური მედიისთვის, 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. 2019 წლის დეკემბრში, მესტიის რაიონმა მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში, ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა, ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერ, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა, ხონი.
ვრცლად