eng

news

სს ენერგო–პრო ჯორჯია მემორანდუმს აფორმებს

16 აპრილი, 2014
ენერგო–პრო ჯორჯია დასაქმების ახალ პროექტს იწყებს. ხვალ, 17 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება სს ენერგო-პრო ჯორჯიას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის (15-მდე პროფ. სასწავლებელი). ხელმოწერის ცერემონია გაიმართება განათლების სამინისტროში. ენერგო–პრო ჯორჯიას მხრიდან ხელს მოაწერს კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლაი ნიკოლოვი, სამინისტროს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი, ეროვნული ცენტრის მხრიდან ელენე ჯიბლაძე და პროფესიული სასწავლებლების დირექტორები.

ენერგო–პრო ჯორჯიას გადაწყვეტილებით და მემორანდუმის მიხედვით, ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს და მიმდინარე წელს ჩაირიცხება პროფესიულ სასწავლებლებში ელექტრიკოსის, შემდუღებლის და სხვა მსგავსი პროფილის ფაკულტეტებზე, სწავლების პერიოდში კომპანიისგან მიიღებენ 150-200 ლარის ოდენობის სტიპენდიას. სწავლების ბოლო ეტაპზე სტუდენტები სს ენერგო–პრო ჯორჯიაში გაივლიან 1-3 თვემდე ხანგრძლივობის სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

„საგრანტო კონკურსის გამოცხადებიდან დღემდე ჩვენთან უკვე შემოვიდა 51 განცხადება. განცხადებების მიღება გრძელდება. პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.

სტიპენდიის მიღების მსურველებმა მიმდინარე წლის 27 აპრილამდე უნდა შემოიტანონ განცხადება კომპანიის სათაო ოფისში ან ფილიალებში, ასევე მათ შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ელექტრონულად კომპანიის ვებ გვერდზე. შემდეგ მოხდება გასაუბრება კანდიდატებთან, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელთაც პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში დაენიშნებათ სტიპენდია ენერგო–პრო ჯორჯიასგან.
კონკურსის პირობების მიხედვით განაცხადის შემომტანი უნდა იყოს არაუმეტეს 35 წლისა, საქართველოს მოქალაქე, უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ საშუალო განათლება და დაწყებით დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენებს.
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აღნიშნულ პროექტში ჩაერთვებიან ასევე ბავშვთა სახლებიც. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე გეგმავენ შეხვდნენ ბავშვთა სახლების დირექტორებს. შეხვედრის მიზანი იქნება ის, რომ აღსაზრდელებს, რომლებიც მალე დაიწყებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას, მოტივაცია გაუჩნდეთ ჩააბარონ პროფესიულ სასწავლებლებში შესაბამის სპეციალობებზე. შესაბამისად კომპანია მათ სწავლის განმავლობაში გადაუხდის სტიპენდიას მომავალი დასქმების პერსპექტივით.
13 მარტი, 2020

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ვრცლად
30 იანვარი, 2020

„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა

"ენერგო-პრო"-ს მენეჯმენტმა, 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართა. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ განახორიცელა 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. 2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს.
ვრცლად