eng

news

სს ენერგო–პრო ჯორჯიამ სემეკის თავმჯდომარეს და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს უკვე მიაწოდა სრული ინფორმაცია საინვესტიციო პროექტების შესახებ

17 იანვარი, 2014
ენერგეტიკის სამინისტროში დღეს გაიმართა შეხვედრა სემეკის, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობას შორის, სადაც კომპანიამ სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავას და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს წარუდგინა სრული ინფორმაცია და ხარჯთარიცხვა აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ. საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 950 მილიონ ლარამდეა.

მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე მიმდინარეობდა ქსელის რეაბილიტაცია და ამ მხრივ კომპანია ინვესტიციებს ახორციელებდა, წლების წინ გაძარცვული ქსელის გამართვა მოითხოვს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და მუშაობას.

„კომპანია მუდმივად ფლობს, აკონტროლებს და ანახლებს განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი ქსელის სუსტი წერტილები და მონაცემების წარსადგენადაც ყოველთვის მზად ვიყავით. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი მოიცავს დეტალურ ანალიზს. ანალიზი გამყარებულია კონკრეტული არგუმენტებით“ – განაცხადა კომპანიის ტექნიკურმა მენეჯერმა ალეკო ნემსაძემ.

ენერგო-პრო ჯორჯია მიესალმება სახელმწიფოს მცდელობას, რომ გამოიძებნოს ამ პროექტების დაფინანსების წყაროები. თავის მხრივ კომპანია ისეთივე წარმატებით მოახდენს ყველა პროექტის განხორციელებას, როგორც უზრუნველყო ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტების განხორციელება, რისთვისაც კომპანიამ არაერთი მადლობა დაიმსახურა.

ენერგო–პრო ჯორჯია ეხლაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. კომპანია ემსახურება 980 000 აბონენტს. ამ დროისთვის უკვე გამრიცხველიანებულია 750 000 აბონენტი და ინვესტიცია მხოლოდ ამ კუთით შეადგენს დაახლოებით 200 000 000 ლარს.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ კვლავ მოხდება შეხვედრა სადაც კონკრეტული პრიორიტეტები დაისახება.
29 სექტემბერი, 2020

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხულ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.
ვრცლად