eng

news

უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მიმართავს

03 აგვისტო, 2018
ტურისტულ სეზონზე, როცა კურორტებზე მოსახლეობის განსაკუთრებულად დიდი ოდენობა იყრის თავს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს.

ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს! შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.

მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთის, რადგან ძაბვა უხილავია და სახიფათო. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთის!

იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს.
02 აპრილი, 2020

მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა

კომპანიამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა. უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო). ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.
ვრცლად
13 მარტი, 2020

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).
ვრცლად