eng

ჩვენ შესახებ

მიზანი

მიზანი და ამოცანები

ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ ეფექტური და საიმედო ელექტროენერგიის დისტრიბუცია.

 

  • გვქონდეს მაღალი ხარისხის მომსახურება
  • აქტიურად განვახორციელოთ ინვესტიციები კომპანიის ობიექტების  განვითარებასა და გაუმჯობესებაში;
  • ყოველთვის ვიმუშაოთ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • ხელი შევუწყოთ ენერგოსექტორის მდგრად განვითარებას;
  • ყოველთვის ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაზე.

 კომპანიის ანგარიში 2021 


კომპანია ანგარიში 2022

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“

აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების არეალის გათვალისწინებით, სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ ენერგოკომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია დაყოფილია 5 ფილიალად და ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით.

სს “ენერგო–პრო ჯორჯია” არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 6000-მდე პროფესიონალი. კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებსა და თანაბარი დასაქმების შესაძლებლობას რეგიონებში.

წლებია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში.

 

მოკლე ისტორია

"ენერგო-პრო ჯგუფი" საქართველოს ენერგობაზარზე ენერგოაქტივების პირდაპირი წესით ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე 2006 წელს შემოვიდა.
 
სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ არის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო ქსელის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 58 846 კმ2. კომპანია ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს.

2017 წლის აგვისტოში კომპანიამ შეიძინა კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია.

2021 წლის მაისში სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-მ აიღო ახალი ლიცენზია, რომლის ფარგებშიც 2021 წლის 1 ივლისიდან განახორციელებს მხოლოდ ელექტროენერგიის განაწილბას კოპანიის დაფარვის არეალში.