ენერგია ნათელი მომავლისთვის!

ხდკ

როგორ იხდით გადასახადს

გადასახადის გადახდა წარმოებს შემდეგნაირად:

  • მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფით ქვითარში მითითებულ ვადებში;
  • საანგარიშო პერიოდში მომხარებული ელექტროენერგიის საფასურისა და აბონენტის დავალიანების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია აბონენტის ქვითარზე;
  • აბონენტმა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს:

  1. კომპანიის გადასახდელ პუნქტებში (დუშეთი, ტყიბული, ცაგერ–ლენტეხი);
  2. მითითებული ბანკების (საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ვი–თი–ბი ბანკი, თი–ბი–სი ფეი, ნოვა ტექნოლოჯი, მგგს ჯორჯია) ფილიალებსა და საფოსტო განყოფილებებში;
  3. განხორციელდეს შესაბამისი თანხის გადარიცხვა კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

გადახდა დამატებითი საფასურის გარეშე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის სალაროებში.

როგორ ითვლება გადასახადი

აბონენტის მრიცხველზე დასარიცხი თანხის გამოთვლა ხორციელდება შემდეგნაირად

1. გარდა მოსახლეობისა:

მრიცხველის მიმდინარე ჩვენებას უნდა გამოაკლდეს წინა ჩვენება.

მიღებული სხვაობა მრავლდება აღრიცხვის კვანძის ტრანსფორმაციის კოეფიციენტზე (არსებობის შემთხვევაში).

მიღებული სიდიდე მრავლდება შესაბამის ტარიფზე.

თუ გარკვეული მიზეზის გამო აბონენტს გაუფორმდა აქტი, მას აგრეთვე დაერიცხება შესაბამისი კვტ/საათი და თანხა.

თუ გარკვეული მიზეზით ვერ მოხერხდა მრიცხველის წაკითხვა, წინა თვის საშუალო მოხმარებაზე დაყრდნობით განხორციელდება შეფასებითი ჩვენების გამოყვანა. შემდგომ საანგარიშო პერიოდში მრიცხველის წაკითხვის შემდეგ, ავტომატურად განხორციელდება შეფასებით დარიცხული კვტ/საათების და თანხის კორექტირება (გაზრდა ან შემცირება).

2. გამრიცხველიანებული მოსახლეობა:

მრიცხველის მიმდინარე ჩვენებას უნდა გამოაკლდეს წინა ჩვენება.

მიღებული კვტ/საათი სიდიდისა და მრიცხველის წაკითხვებს შორის დღეების რაოდენობის მიხედვით განისაზღვროს საფეხურეობრივი ტარიფის მნიშვნელობა (იმის შეფასებით თუ რა შეიძლება ყოფილიყო მოხმარება 30 დღის განმავლობაში).

მიღებული სიდიდე მრავლდება ტარიფის შესაბამისი საფეხურის მნიშვნელობაზე.

თუ გარკვეული მიზეზის გამო, აბონენტს გაუფორმდა აქტი, მას აგრეთვე დაერიცხება შესაბამისი კვტ/სთ და თანხა.

თუ გარკვეული მიზეზით ვერ მოხერხდა მრიცხველის წაკითხვა, წინა თვის საშუალო მოხმარებაზე დაყრდნობით განხორციელდება შეფასებითი დარიცხვა. შემდგომ საანგარიშო პერიოდში მრიცხველის წაკითხვის შემდეგ ავტომატურად განხორციელდება შეფასებით დარიცხული კილივატსაათების და თანხის კორექტირება (გაზრდა ან შემცირება).

თუ აბონენტი სარგებლობს სუბსიდიით, მოხდება დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება) სუბსიდიის შესაბამისი თანხით.

3. საერთო მომხარების მრიცხველზე მიერთებული უმრიცხველო აბონენტები (მოსახლეობა):

უმრიცხველო მოსახლეობის იმ ნაწლისათვის, რომელიც მიერთებულია საერთო მომხარების მრიცხველზე დარიცხვა წარმოებს სემეკის მიერ დადგენილი თანდართული წესის მიხედვით.

სემეკ–ის 2007 წლის 30 მაისის #9 დადგენილება

თუ დახარჯული მაქვს 95-99 კვტ 28 დღეში, ელ.ენერგიის გადასახადი რატომ მერიცხება მეორე საფეხურით?

სემეკის 2006 წლის 15 მაისის #18 დადგენილების მიხედვით, აბონენტი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ტარიფით, რომელიც დაწესებულია მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე საფეხურის შესაბამისად. აქედან გამომდინარე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა იყოფა 28-ზე და მრავლდება 30-ზე.მაგ: 5 აპრილს აღებული მრიცხველის ჩვენება: 10 000,

3 მაისს აღებული ჩვენებაა: 10097

მოხმარებული ელ. ენერგიეს რაოდენობამ 28 კალენდარულ დღეზე შეადგინა 97 კვტ.

ვინაიდან ტარიფი გათვლილია 30 კალენდარულ დღეზე ხდება საშუალო მოხმარების დადგენა, ანუ, 97/28=3.46 კვტ (საშუალო დღიური მოხმარება).

3.46X30 (დღე) = 103.9 კვტ. მიღებული შედეგი შესაბამისად გადადის მეორე საფეხურეობრივ ტარიფში, რომელიც შეადგენს 16.52 თ. აქედან გამომდინარე მოხმარებული ელ.ენერგიის გადასახადი ლარში ითვლება შემდეგნაირად:

0.1652 ლარიX97 დღე = 16.02 ლარი

როგორ ხდება ახალ აბონენტად აყვანა?

აბონენტმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის მომსახურების ცნეტრს და საჭიროების შემთხვევაში თან დაურთოს ქონების საკუთრების მოწმობდისა და პირადობის მოწმობის ასლები.

როგორ ხდება კომუნალური მრიცხველის მიხედვით თანხის დარიცხვა?

უბნის მოსახლეობის მიერ არჩეულ უფლებამოსილ წარმომადგენელსა (მომხმარებლების მხრიდან) და კომპანიას შორის დგება შეთანხმება, ხდება რეესტრის შედგენა, რის საფუძველზეც უბნის აბონენტებს მოხმარების მიხედვით უნაწილდებათ ელექტროენერგია და დგება შესაბამისი თანხის დარიცხვის ქვითრები (ყველა აბონენტისათვის). აღნიშნული შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, სემეკის 2007 წლის 30 მაისის #9 დადგენილების მიხედვით აბონენტებს მოხმარებული ელ.ექტროენერგიის რაოდენობა უნაწილდებათ თანაბრად; ასევე დგება შესაბამისი ქვითარი.

როდის დასრულდება ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი?

ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი მთელ საქართველოში დასრულდება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

როგორ მოვიქცე, როდესაც გარკვეული დროით ვტოვებ (საერთო მომხმარების მრიცხველზე მიერთებული აბონენტის შემთხვევაში) საცხოვრებელ ადგილს?

შეატყობინეთ წერილობით აღნიშნული ფაქტის შესახებ ადგილობრივი მომსახურების ცენტრს მინიმუმ 1 კვირით ადრე და მოითხოვეთ ქსელიდან გამორთვა. წერილში მიუთითეთ ქსელიდან გამორთვის თქვენთვის მისაღები ზუსტი თარიღი. კომპანია მოგიმზადებთ საბოლოო ქვითარს ელ. ენერგიიის ქსელიდან გამორთვის თარიღის გათვალისწინებით.

როგორ შევცვალოთ ძველი აბონენტის მონაცემები ახალი აბონენტის მონაცემებით? (დასახელება)

პროცედურის გასავლელად უძრავი ქონების მფლობელმა, რომელსაც უნდა აბონენენტის დასახელების შეცვლა კოპანიაში უნდა წარმოადგნინოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ამონაწერი საჯარო რეესტროდან), პირადობის მოწმობის ასლი და განცხადება შესაბამისი მოთხოვნით.

როგორ გავხდე 0.380 კვ ძაბვის მომხმარებელი

10 კვტ-მდე არსებული მომხმარებლის მიერ 0.220 კვ ძაბვიდან 0.380 კვ ძაბვაზე გადასვლა

თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0.380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელზე, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0.220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვს 0.380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ერთ-ერთი შემდეგი წესით:

ა) მომხმარებელმა განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს და თავად უზრუნველყოს 0.380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა. ამ შემთხვევაში განწილების ლიცენზიანტი ვადებულია, ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.

ბ) განაწილების ლიცენზიატის მეშვეობით 0.380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის შეცვლა. ხოლო მომხმარებელი ვალდებული აანაზღაუროს აღრიცხვის კვანძის შეცვლა-მოწყობაზე გაწეული ხარჯი, რომელიც არ აღემატება 250 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით აბონენტმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს კომპანიას.

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს არსებული მომხმარებლის მიერ ძაბვის შეცვლის საფასურის გადახდა:

  • მიმღები ბანკის დასახელება: ს.ს. ბანკი რესპუბლიკა
  • ანგარიშის ნომერი: GE93BR0000010200694800
  • ბანკის კოდი: REPLGE22
  • დანიშნულება: ძაბვის შეცვლის საფასური (მიეთითოს განმცხადებლის სახელი და ობიექტის ფაქტიური მისამართი)

შევსებული განცხადება შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:newcustomers@energo-pro.ge

როგორ ხდება აბონენტის გაყოფა

თუ ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გაყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – საყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნა, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, აბონენტად რეგისტრაციისთვის მომხმარებელს დაარიცხოს მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი, არაუმეტეს 100 ლარისა დღგ-ს ჩათვლით (მათ შორის, მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი).

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნა, მიერთების საფასური იანგარიშება შემდეგნაირად:

ა. თუ ობიექტის (სადაც მოხდა აბონენტის გაყოფა) არსებული სიმძლავრე საკმარისია ორივე მომხმარებლის სათანადო ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის, განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობას დანართი N6-ით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო გამოყოფილი ქონების მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს დანართი N6-ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური;

დანართი #6                აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური

აბვის საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადა

(სამუშაო დღე)

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით

 ლარი

0,220

1-10

10

100

0,380

1-10

10

300

10 დან 30

10

350

30 დან 50

10

600

50 დან 80

10

650

80 დან 100

15

700

100 დან 120

15

750

120 დან 200

15

800

200 დან 320

15

950

320 დან 500

15

1200

500 დან 800

20

1500

 800 დან 1000

20

2200

1000-დან და მეტი კვტ

20

3000

6/10

1-500

15

7000

500 დან  1000

20

7500

1000-დან და მეტი კვტ

20

8000

ბ) თუ ობიექტის (სადაც მოხდა აბონენტის გაყოფა) არსებული სიმძლავრე არ არის საკმარისი ორივე მომხმარებლის სათანადო ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის, გამოყოფილი ქონების მესაკუთრემ უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, წესების 26-ე და 261 მუხლების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით აბონენტმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს კომპანიას.

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს აბონენტის გაყოფის საფასურის გადახდა

  • მიმღები ბანკის დასახელება: სს “ბანკი რესპუბლიკა”
  • ანგარიშის ნომერი: GE93BR0000010200694800
  • ბანკის კოდი: REPLGE22
  • დანიშულება: ახალი მომხმარებლის (მიუთითეთ განმცხადებლის სახელი და ობიექტის ფაქტიური მისამართი) აბონენტის გაყოფის საფასური

შევსებული განცხადება შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:newcustomers@energo-pro.ge

როგორ გავზარდოთ სიმძლავრე

მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა

1. არსებული მომხმარებლის მიერ სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია წინასწარ განცხადებით აცნობოს კომპანიას.

2. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა, ასეთ შემთხვევაში კომპანია გასცემს ახალ ტექნიკურ პირობას და ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად აწყობს ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემას (უზრუნველყოფს სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამასთან მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე გადადის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მოხმარებლის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასური, რომელსაც აკლდება ახალი მომხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკურ პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს;

ბ) თუ გაზრდილი (ან მოთხოვნილი) სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მოხმარებლის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე:

ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ზე, შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ–ებზე;

ბ.ბ) მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას – მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება (შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობა გაიცემა საფასურის გადახდის გარეშე).

3. გაზრდილი სიმძლავრის მიერთების საფასურის ოდენობის შესახებ აბონენტს ეცნობება ტექნიკური პირობებით. ხოლო ქსელის სამშენებლო სამუშაოები შესრულდება საფასურის გადახდის შემდგომ.

4. თუ 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარების სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ მისი მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებლთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგებისათვის საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის ხელახალი გაცემა და ამ მომხმარებლის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება.

5. ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა.“

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს სიმძლავრის გაზრდის საფასურის გადახდა:

  • მიმღები ბანკის დასახელება: ს.ს. ბანკი რესპუბლიკა
  • ანგარიშის ნომერი: GE93BR0000010200694800
  • ბანკის კოდი: REPLGE22
  • დანიშნულება: ახალი მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური

შევსებული განაცხადი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:newcustomers@energo-pro.ge