eng

როგორ გავხდეთ კომპანიის აბონენტი?

აბონენტის/უძრავი ქონების გაყოფა

უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს წესების №3 დანართით გათვალისწინებული საფასური (წესების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:

ა) ადგილი აქვს 0-დან – 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან – 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;

ბ) 10 კვტ. მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას, არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის.

ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური არ ვრცელდება, თუ მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა სისტემის ოპერატორის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი ელექტრული ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს წესების მე-18 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

დანართი №3

დანართი 3 აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური

 

 

ძაბვის საფეხური, კვ

 

 

სიმძლავრე, კვტ

აღრიცხვის კვანძის

მოწყობის ვადა (სამუშაო დღე)

აღრიცხვის კვანძის 

მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით ლარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0,4

1-10 (220 ვ.)

10

100

1-10

10

300

10-დან -30

10

350

30-დან-50

10

600

50-დან -80

10

650

80-დან – 100

15

700

100-დან-120

15

750

120 დან-150

15

800

150-დან -200

15

850

200-დან -320

15

950

320-დან -500

15

1200

500-დან -800

20

1500

800-დან -1000

20

2200

1000-დან და მეტი კვტ

20

3000

 

 

 

 

 

6/10

1-500

25

13000

500-დან -1000

25

14000

1000-დან და მეტი კვტ

25

15000

 

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: გამოყოფილ ფართზე აბონენტად რეგისტრაციის და ქსელზე მიერთების საფასური (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი).

გამოყოფილ ფართზე აბონენტად რეგისტრაციის შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისა-მართზე: newcustomers@energo-pro.ge


განაცხადის ფორმა:

აბონენტის გაყოფის შესახებ 18.06.2021