eng

როგორ გავხდეთ კომპანიის აბონენტი?

არარეგულირებული ახალი მიერთება

ა) არარეგულირებულია ახალი მიერთება თუ ობიექტზე ადგილი აქვს ისეთ მიერთებას როდესაც განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრე არ ჯდება რეგულირებული ახალი მიერთების მოთხოვნილ პაკეტებში, ასევე ობიექტი განაცხადში მითითებული ძაბვის მიხედვით დაშორებულია კომპანიის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელიდან უფრო მეტი მანძილით (სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას):
 
  • 0,4 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში (6/10 კვ და 0.4 კვ) – 600 მ-ზე მეტ რადიუსში;
  • 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში - არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.

ასევე თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • მიერთების წერტილს;
  • მიერთების ძაბვის საფეხურს;
  • მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).

გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:
  • სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
  • წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;
  • ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50%, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების დანართი #4-ით გათვალისწინებულ საფასურთან ერთად, მიერთების მსურველი ასევე დამატებით იხდის თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს - 100 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) დამატებით. ანუ, 20 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიერთების შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრის საფასურთან ერთად, მიერთების მსურველი დამატებით გადაიხდის 2000 ლარს აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის.

გ) ერთდროულად 2 ან მეტი აბონენტის მიერთების შემთხვევაში, მრავალბინიანი სახლის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) ერთდროულობის დატვირთვის კოეფიციენტის ცხრილი გაზიფიცირებული სექტორისთვის.


ბონენტთა რაოდენობდა

 

     ახალი კოეფიციენტები    

     

2

  0.78 

3

  0.67 

5

  0.56 

6

  0.53 

9

  0.47 

12

  0.43 

15

  0.40 

18

  0.39 

24

  0.37 

40

  0.33 

60

  0.3 

100

  0.28 

150

  0.27 

200

  0.26 

250

  0.26 





დანართი №3

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური

ძაბვის საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

აღრიცხვის კვანძის

მოწყობის ვადა (სამუშაო დღე)

აღრიცხვის კვანძის 

მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით ლარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0,4

1-10 (220 ვ.)

10

100

1-10

10

300

10-დან -30

10

350

30-დან-50

10

600

50-დან -80

10

650

80-დან – 100

15

700

100-დან-120

15

750

120 დან-150

15

800

150-დან -200

15

850

200-დან -320

15

950

320-დან -500

15

1200

500-დან -800

20

1500

800-დან -1000

20

2200

1000-დან და მეტი კვტ

20

3000

 

 

 

 

 

6/10

1-500

25

13000

500-დან -1000

25

14000

1000-დან და მეტი კვტ

25

15000

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:
მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
დანიშნულება: ახალი არარეგულირებული მომხმარებლის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.

ახალი არარეგულირებული მომხმარებლის ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge

განაცხადის ფორმა:

არარეგულირებული ახალი მიერთება